პუტინს ცუდი დღე გაუთენდა - ბრიტანეთმა კრემლის ბინადარის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების უდიდესი პაკეტი გამოაცხადა
გაერთიანებულმა სამეფომ ვლადიმერ პუტინის ნავთობტანკერების „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი დააწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.
ახალი სანქციები 18 ნავთობტანკერისა და ოთხი თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერის წინააღმდეგ დაწესდა.
„ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 18 გემს შეეზღუდება დიდი ბრიტანეთის პორტებში შესვლა და ვერ შეძლებენ წვდომას მსოფლიოს წამყვან ბრიტანულ საზღვაო სერვისებზე. გაერთიანებული სანქციებს აწესებს კიდევ ოთხი თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერისა და რუსეთის გაზის კომპანია „რუსგაზდობიჩას“ წინააღმდეგ“, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის პრესრელიზში.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ იმ რუსული ნავთობტანკერების საერთო რაოდენობამ, რომელსაც სანქციები დაუწესეს, 43-ს მიაღწია.
პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ „ჩრდილოვანი ფლოტი“ ცდილობს ძირი გამოუთხაროს სანქციებს და წარმოადგენს აშკარა საფრთხეს. ქმნის გარემოსდაცვით რისკებს, როგორიცაა ნავთობის დაღვრა, სანაპირო ზოლზე უსაფრთხოების ძირითადი სტანდარტების აშკარა დარღვევა და ასევე ასევე რისკებს გლობალური ვაჭრობის უსაფრთხოებისთვის.
"ინტერპრესნიუსი"