"მოულოდნელად შევეჯახე ისეთ პრობლემას, რომელის შესახებაც ადრე გაგებული არც მქონდა" - რას ჰყვება ხატია სიჭინავა შვილის შესახებ? - კვირის პალიტრა

"მოულოდნელად შევეჯახე ისეთ პრობლემას, რომელის შესახებაც ადრე გაგებული არც მქონდა" - რას ჰყვება ხატია სიჭინავა შვილის შესახებ?

ხატია სიჭინავა "დღის პოსტის" სტუმარი იყო. სადაც მან შვილის პრობლემებსა და ბავშვთა განვითარების იმ ცენტრზე ისაუბრა, რომელიც მის გამო დააფუძნა.

"მოულოდნელად შევეჯახე ისეთ პრობლემას, რომელის შესახებაც ადრე გაგებული არც მქონდა, ეს არის განვითარების შეფერხება, რაც მომავალ თაობაში სამწუხაროდ ძალიან ხშირია, გაჯეტდამოკიდებულება, რომელიც მსოფლიოს ფსიქოლოგებმა უკვე შეიყვანეს დაავადებების რიგში...ჩემი ბავშვი იყო წლინახევრის, როცა შევამჩნიე, რომ ისე არ იყო, როგორც გოგოები. პედიატრთან, რომ მივედი ექიმმა მითხრა, რომ შენ უბრალოდ ემოციური დედა ხარო...თავიდან ძალიან შემაფერხა პედიატრმა, ნევროლოგმა არასწორი მიმართულება მომცა და მითხრა, რომ მეჩვენებოდა ყველაფერი და ნევროზი მქონდა" - ამბობს ხატია.