სოსო პავლიაშვილის ფარული რომანი საბჭოთა დროინდელ მომღერალთან - საბედისწერო შეხვედრა იურმალაზე და დანგრეული ოჯახი - კვირის პალიტრა

სოსო პავლიაშვილის ფარული რომანი საბჭოთა დროინდელ მომღერალთან - საბედისწერო შეხვედრა იურმალაზე და დანგრეული ოჯახი

2024 წლის 20 სექ­ტემ­ბერს, ცნო­ბი­ლი რუსი მომ­ღერ­ლის ირი­ნა პა­ნა­როვ­სკა­ი­ას ერ­თა­დერ­თი ვაჟი, 39 წლის ენ­ტო­ნი სა­კუ­თარ­მა მე­უღ­ლემ აბა­ზა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვა. კაცი სა­ვა­რა­უ­დოდ გუ­ლის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბის და­ი­ღუ­პა.

"ირი­ნა გა­ა­ნად­გუ­რა შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ, ჭო­რე­ბის თა­ნახ­მად, მისი გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი გა­უ­ა­რეს­და" - წერს რუ­სუ­ლი მე­დია და კი­დევ ერთხელ იხ­სე­ნებს, ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვის ბო­ბო­ქარ პი­რად ცხოვ­რე­ბას და რო­მანს სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან.

ირი­ნა პა­ნა­როვ­სკა­ია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი იყო გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში. არა­ერ­თი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ კი სე­რი­ო­ზუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა და სცე­ნი­დან გაქ­რა.

სოსო და ირი­ნა - შეხ­ვედ­რა იურ­მა­ლა­ში

პირ­ვე­ლი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ირი­ნას მე­ო­რე ქმა­რი, აფ­რი­კუ­ლი წარ­მო­შო­ბის ჯა­ზის მუ­სი­კო­სი ვე­ი­ლანდ როდი გახ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წყვილს არც ისე კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, ირი­ნა ერ­თა­დერ­თი შვი­ლის, ენ­ტო­ნის დედა გახ­და. მალე, რუსი გო­გო­ნა აიყ­ვა­ნეს ბავ­შვთა სახ­ლი­დან, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით უკან და­აბ­რუ­ნეს.

ქორ­წი­ნე­ბა დაშ­ლი­ლი იყო, რო­დე­საც პა­ნა­როვ­სკა­ი­ამ რო­მა­ნი გა­ა­ბა სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან.

"ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ შო­რის რო­მან­ტი­კუ­ლი და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც არ­სე­ბობ­და. თუმ­ცა მან კი­დევ ერთი მა­მა­კა­ცი გა­მო­ი­ყე­ნა, რად­გან სო­სომ მას მთე­ლი ალ­ბო­მი მი­უ­ძღვნა" - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი ვა­დიმ პო­ნო­მა­რი­ო­ვი.

ამ დროს მომ­ღე­რალს სამ­შობ­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ცოლი ჰყავ­და. რო­დე­საც პო­ნა­როვ­სკა­ი­ამ გა­ი­გო, პავ­ლი­აშ­ვი­ლი მას­თან გან­ქორ­წი­ნე­ბას არ აპი­რებ­და, მათი რო­მა­ნი დას­რულ­და. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი ასე მარ­ტი­ვად არ ყო­ფი­ლა. იხილეთ სრულად