"ზეპირად იცის მსოფლიო რუკა...8 წლის ასაკში შესაძლოა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონიც კი გახდეს" - ვუნდერკინდი ქუთაისიდან, რომელიც უკვე სოციალური ქსელის ვარსკვლავია
პატარა ვუნდერკინდი გუროს - გურამ მელქაძის შესახებ ადრეც ვწერდით. ქუთაისელ ბიჭუნას სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ და მისი ფენომენალური ნიჭით ირგვლივ ყველა გაოცებულია. ბავშვის ვიდეოებს მისი დედა - ლიკა მამაგეიშვილი სოციალურ ქსელში მუდმივად აზიარებს.
გურო უკვე 5 წლისაა და მის ცოდნაც დღითი დღე ღრმავდება - საკუთარი სურვილით ბევრ რამეს სწავლობს. დაინტერესებულია, გეოგრაფიით, ისტორიით, მათემატიკით, უცხო ენებით. უამრავ კითხვას სვამს და ყოველ კითხვაზე მიღებულ პასუხს ზედმიწევნით იმახსოვრებს. ბოლო დროს დიდ ინტერესს ჭადრაკის მიმართ იჩენს. ამბობს, რომ მსოფლიო ჩემპიონი უნდა გამოვიდეს.
ambebi.ge გურამ მელქაძის დედას, ლიკა მამაგეიშვილს ესაუბრა. ქალბატონი ლიკა გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ვუნდერკინდი ბიჭუნას განვითარება და როგორია მისი ყოველდღიურობა.
- გურო თბილი, გონიერი და აქტიური ბავშვია. ხანდახან საერთოდ რომ არ ვიცი, ისეთ რაღაცას იტყვის ხოლმე...
- ვიცი, რომ ტელევიზიები მის მიწვევას ცდილობდნენ, მაგრამ ამაზე უარს ამბობს...
- კი. ყველანი ვეხვეწებით, მათ შორის, მეზობლებიც ეუბნებიან, მაგრამ არ გვთანხმდება. არც უფროსი შვილებისთვის დამიძალებია რამე და არც გუროს ვატან ძალას. იძულებით არაფერი კეთდება. მას არ აქვს გადაცემაში სტუმრობის სურვილი.
- როგორც თქვენი ვიდეოებიდან შევიტყვეთ, ბაღში მივიდა...
- ვიდრე ბაღში მივიყვანდი, ყოველდღე დილის 7 საათზე დგებოდა და მეუბნებოდა, - ადექი და ბაღში წამიყვანეო. ეგონა, ამ სიახლით, მის ცხოვრებაში რაღაც საოცრება მოხდებოდა, მაგრამ რომ წავიყვანე, რატომღაც ბაღის მიმართ ინტერესი დაეკარგა. 5 წლისაა, 5-6 წლიანების ჯგუფშია, თუმცა ინტერესის წყარო ბაღში რაღაც ვერ მონახა... მერე სულ "გაცივდა" და ამიტომ აღარ დაგვყავს. ახლა ვეუბნები, ერთი საათით მაინც რომ მიხვიდე-მეთქი? მინდა, რომ ცოტა ხნით მაინც დარჩეს იქ, კომუნიკაციისთვის აუცილებელია.
დღესდღეობით წერა-კითხვის გარდა, პატარა გურომ რა იცის?
- ზეპირად იცის მსოფლიო რუკა - იცის სად მდებარეობს ნებისმიერი ქვეყანა, მისი დედაქალაქი, იცის კუნძულები. ამას წამიერად გიპასუხებთ, ყველაფერი გადაღეჭილი აქვს და ამ თემაზე დიდი სიამოვნებით საუბრობს. მუდმივად მეკითხება, - ლიკა, მკითხე, რაც გინდა და გიპასუხებო. არ იღლება. ასევე აღგიწერს ნებისმიერი ქვეყნის დროშას, თუ როგორია. ფოტოგრაფიული მეხსიერებაც აქვს. ძალიან უყვარს მათემატიკა. ხსნის ამოცანებს... ყველა მანქანის ემბლემა იცის. იხილეთ სრულად