რა სურათი დახვდა პოლიციას დაღუპული მომღერლის სასტუმრო ოთახში? - მომღერალი ლიამ პეინი შესაძლოა "ნახევრად გონზე" ან სრულიად უგონო მდგომარეობაში იყო, როდესაც სასტუმროს მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდა
არგენტინის პროკურატურამ განაცხადა, რომ ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი, მომღერალი ლიამ პეინი შესაძლოა "ნახევრად გონზე" ან სრულიად უგონო მდგომარეობაში იყო, როდესაც სასტუმროს მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდა.
არგენტინულმა ჟურნალმა Clarin-მა გამოაქვეყნა ლიამ პეინის ძვირადღირებული ლუქსის რამდენიმე ფოტო, სადაც აღბეჭდილია დამტვრეული ტელევიზორი, თუნუქის ფოლგა და თეთრი ფხვნილი. ფოტოებზე ასევე ჩანს ხის მაგიდის დამწვარი ზედაპირი.
დეტექტივები ადასტურებენ, რომ სასტუმროს ნომრიდან ამოღბულია ნივთიერებები, რაც მიუთითებს, რომ ლიამ პეინი ალკოჰოლის და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. სტატიაში ნათქვამია, რომ პოპვარსკვლავი გარდაცვალებამდე სასტუმრო ოთახში მარტო იმყოფებოდა.
პროკურატურამ სასტუმროს პერსონალის მიერ 911-ში შესული ზარის შინაარსი გაავრცელა, სადაც თანამშრომელი იტყობინებოდა "აგრესიული მამაკაცის შესახებ, რომელიც "ამტვრევდა თავის ოთახს" და ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ შეიძლება ყოფილიყო".
31 წლის ვარსკვლავი გუშინ არგენტინის დედაქალაქში, სასტუმრო Casa Sur-ის მეზოში მესამე სართულიდან გადმოვარდა. იხილეთ ვიდეო