ექსკლუზიური წვეულება, სადაც მბაპემ სტუმრებს ტელეფონები დაატოვებინა - რას წერს მედია სკანდალურ საქმეზე და გაუპატიურების ბრალდებაზე - კვირის პალიტრა

ექსკლუზიური წვეულება, სადაც მბაპემ სტუმრებს ტელეფონები დაატოვებინა - რას წერს მედია სკანდალურ საქმეზე და გაუპატიურების ბრალდებაზე

კი­ლი­ან მბა­პე შვე­დეთ­ში ორ­დღი­ა­ნი ვი­ზი­ტის შემ­დეგ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. ფეხ­ბურ­თე­ლი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტყუ­ილს უწო­დებს, თუმ­ცა ვნა­ხოთ რას წერს მე­დია ფრან­გი ვარ­სკვლა­ვის შვე­დუ­რი ვო­ი­ა­ჟის შე­სა­ხებ.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ის ღა­მის კლუბ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ექ­სკლუ­ზი­უ­რი სტუმ­რე­ბის­თვი­საა. სტუ­მარ­თა სი­ა­ში მყოფ მე­გობ­რებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, მის­ვლის­თა­ნა­ვე ტე­ლე­ფო­ნე­ბის შე­ნახ­ვა სთხო­ვა.

შვე­დუ­რი ყო­ველ­დღი­უ­რი გა­ზე­თის, Expressen-ის ცნო­ბით, ის რეს­ტო­რან Chez Jolie-სა და ღა­მის კლუბ V-ს ეს­ტუმ­რა, სა­დაც "ექ­სკლუ­ზი­უ­რი კერ­ძო წვე­უ­ლე­ბე­ბი" გა­მარ­თა.მად­რი­დის "რე­ა­ლის" ფეხ­ბურ­თე­ლის გვერ­დით კი იყო "ლე­ვერ­კუ­ზე­ნის" მო­თა­მა­შე ნორ­დი მუ­კი­ე­ლე.

წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და 34 წლის ინფლუ­ენ­სე­რი, ჯუ­ლია ფრან­ცე­ნი, მისი თქმით, მბა­პეს­თან ერ­თად წვე­უ­ლე­ბა­ზე ად­რეც ყო­ფი­ლა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად მას აი­ძუ­ლეს, რომ შეს­ვლამ­დე ტე­ლე­ფო­ნი ყუთ­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

ქალ­მა შვე­დურ გა­მო­ცე­მას გა­ნუ­ცხა­და, რომ ასეთ წვე­უ­ლე­ბე­ბის სტუ­მარ­თა სი­ა­ში მოხ­ვედ­რა მხო­ლოდ იმ ქა­ლებს შე­უძ­ლი­ათ, რომ­ლე­ბიც "კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან და კარ­გი ხა­სი­ა­თი აქვთ".იხილეთ სრულად