ექსკლუზიური წვეულება, სადაც მბაპემ სტუმრებს ტელეფონები დაატოვებინა - რას წერს მედია სკანდალურ საქმეზე და გაუპატიურების ბრალდებაზე
კილიან მბაპე შვედეთში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. ფეხბურთელი ამ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს, თუმცა ვნახოთ რას წერს მედია ფრანგი ვარსკვლავის შვედური ვოიაჟის შესახებ.
ცნობილი ხდება, რომ ის ღამის კლუბში იმყოფებოდა, რომელიც მხოლოდ ექსკლუზიური სტუმრებისთვისაა. სტუმართა სიაში მყოფ მეგობრებს, სავარაუდოდ, მისვლისთანავე ტელეფონების შენახვა სთხოვა.
შვედური ყოველდღიური გაზეთის, Expressen-ის ცნობით, ის რესტორან Chez Jolie-სა და ღამის კლუბ V-ს ესტუმრა, სადაც "ექსკლუზიური კერძო წვეულებები" გამართა.მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის გვერდით კი იყო "ლევერკუზენის" მოთამაშე ნორდი მუკიელე.
წვეულებაზე იმყოფებოდა 34 წლის ინფლუენსერი, ჯულია ფრანცენი, მისი თქმით, მბაპესთან ერთად წვეულებაზე ადრეც ყოფილა, თუმცა ამჯერად მას აიძულეს, რომ შესვლამდე ტელეფონი ყუთში დაეტოვებინა.
ქალმა შვედურ გამოცემას განუცხადა, რომ ასეთ წვეულებების სტუმართა სიაში მოხვედრა მხოლოდ იმ ქალებს შეუძლიათ, რომლებიც "კარგად გამოიყურებიან და კარგი ხასიათი აქვთ".იხილეთ სრულად