"ისრაელის წინააღმდეგ ომში ახალ და ესკალაციურ ფაზაზე გადავდივართ" - "ჰეზბოლა" იმუქრება
ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ომში ახალ ფაზას იწყებს.
„გადავდივართ ისრაელელ მტერთან დაპირისპირების ახალ და ესკალაციურ ფაზაზე“, - აღნიშნულია დაჯგუფების განცხადებაში, რომელიც „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გამოქვეყნდა.
„ჰეზბოლას“ მტკიცებით, პირველად, ომის დაწყების შემდეგ, ისრაელის ჯარების წინააღმდეგ ზუსტ მართვად რაკეტებს იყენებს.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა "ჰამასის" პოლიტბიუროს თავმჯდომარის, იაჰია სინვარის ლიკვიდაცია განახორციელა. გაერო-ში ირანის მისიამ განაცხადა, რომ იაჰია სინვარის დაღუპვა წინააღმდეგობის სულისკვეთებას გააძლიერებს.
"ინტერპრესნიუსი"