"მგზავრების" სკანდალი - რას პასუხობს თბილისის მერიას ნინი დედალამაზიშვილი - კვირის პალიტრა

"მგზავრების" სკანდალი - რას პასუხობს თბილისის მერიას ნინი დედალამაზიშვილი

"ლიბერალური ფაშიზმი არ არსებობს:) არსებობს სწორი და არასწორი", - ამის შესახებ ჯგუფ "მგზავრების" სოლისტის გიგი დედალამაზიშვილის და, ნინი დედალამაზიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩვენი მომავალი ევროპაშია და ვერანაირი გლობალური ომის პარტიის შიშით ამ სულისკვეთებას ვერ შეაჩერებთ", - წერს ნინი დედალამაზიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება.

თბილისის მერია ამას სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ „მგზავრებმა ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს" .