"აი, თქვენ რომ არ გეძინათ რუსეთში, მაგ პერიოდში მე და ბევრს "ოცნებიდან" არ გვეძინა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიეღო" - "ოცნების" დეპუტატი ჯგუფ "მგზავრებს"
"აი, თქვენ რომ არ გეძინათ რუსეთში არა ერთი კაი კონცერტი გამოგსვლოდათ და მათ კონკურსებში გაგემარჯვათ, მაგ პერიოდში მე და ბევრს "ოცნებიდან" არ გვეძინა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიეღო და ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა სწრაფად გაგვევლო -ასეთია ჩვენი " წარსულის ისტორია"", - ასე პასუხობს "ოცნების" დეპუტატი ჯგუფ მგზავრებს.
"პ.ს: რუსეთში კონცერტზე არ გითქვამთ უარი და გალამაზებულმა თბილისის ზღვისუბნის პარკმა რა დაგიშავათ - რაც დაგემართათ სწორედ ესაა ლიბერალური ფაშიზმის შედეგი
პ.პ.ს: ისე ევროპის დონის პარკი კი გამოვიდა და მადლობა ყველას ვინც ეს განადგურებული ადგილი სამოთხედ აქცია - 20 ოქტომბერს ზღვისუბნის პარკი გაიხსნება", - წერს წიწავა.
შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება.
თბილისის მერია ამას სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ „მგზავრებმა ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს"