ამინდის ახალი პროგნოზი საქართველოში - 22 ოქტომბრამდე წვიმა და თოვლი იქნება - კვირის პალიტრა

ამინდის ახალი პროგნოზი საქართველოში - 22 ოქტომბრამდე წვიმა და თოვლი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"