ევროკავშირის ელჩის გაფრთხილება - "თუ გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ და აკრძალოთ ოპოზიცია, მაშინ..."
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, თუ გადაწყვეტთ აკრძალოთ ყველა ოპოზიციური პარტია, განდევნოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თუ დაუშვებთ საქართველო იყოს ადგილი, სადაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას ადგილი არ აქვს, თუ გადაწყვეტთ, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არ იქნას დაცული, ნება მომეცით ღიად გითხრათ - საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი, არც დღეს, არც ხვალ და 2030- ში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ერთი კვირის შემდეგ ჩანიშნულ არჩევნებზე რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ქართველმა ხალხმა, ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს და როგორც ელჩმა აღნიშნა, სწორედ ეს არის ძალიან დიდი განმასხვავებელი ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის.
„არჩევნები ერთ კვირაში იქნება, თქვენი არჩევანი და თქვენი გადასაწყვეტია - ეს ეხება თქვენს მომავალს და თქვენი შვილების მომავალს. რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, ევროკავშირი პატივს სცემს თქვენს გადაწყვეტილებას და სწორედ ეს არის უდიდესი განსხვავება ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს არჩევანს. თქვენი მომავალი თქვენი გადასაწყვეტია და არავინ სხვისი. მაგრამ გთხოვთ, პატივი ეცით იმას, რომ ევროკავშირი შექმნილია კონკრეტულ ღირებულებებზე- ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ეს ღირებულებები მოლაპარაკების საგანი არ არის. და იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ აკრძალოთ ყველა ოპოზიციური პარტია, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ განდევნოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თუ დაუშვებთ საქართველო იყოს ადგილი, სადაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას ადგილი არ აქვე, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არ იქნას დაცული, ნება მომეცით ღიად გითხრათ - საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და 2030- ში”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ
"ინტერპრესნიუსი"