"11 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი უკრაინაში მიდის" - რას ამბობს უკრაინის დაზვერვის შეფი
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, დაახლოებით 11 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ამჟამად წვრთნას გადის აღმოსავლეთ რუსეთში და უკვე 1-ელი ნოემბრისთვის ისინი მზად იქნებიან მონაწილეობა მიიღონ უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს ჯარები რუსული ტექნიკისა და საბრძოლო მასალის გამოყენებით საბრძოლო მოქმედებებისთვის მზად 1-ელი ნოემბრისთვის უნდა იყვნენ.
მისივე ინფორმაციით, 2600 ჯარისკაცისგან შემდგარი პირველი ქვედანაყოფი კურსკის ოლქში გაიგზავნება და ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის დანარჩენი ჯარების გადაადგილების შემდგომი გეგმების შესახებ.
„ამჟამად სრული სურათი არ გვაქვს“, - დასძინა ბუდანოვმა
"ინტერპრესნიუსი"