"მე ვმღერი, მე ვიმღერებ... ყოველ კვირას რუსეთში რომ დადიხარ და რუბლებს რომ იღებ, რა ევროპაზე გველაპარაკებიან?!" - რას ამბობს კახა კალაძე "მგზავრების" გადაწყვეტილებაზე - კვირის პალიტრა

"მე ვმღერი, მე ვიმღერებ... ყოველ კვირას რუსეთში რომ დადიხარ და რუბლებს რომ იღებ, რა ევროპაზე გველაპარაკებიან?!" - რას ამბობს კახა კალაძე "მგზავრების" გადაწყვეტილებაზე

მე ვმღერი, მე ვიმღერებ! - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, 20 ოქტომბერს თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე, მომღერლებიდან ვინ მიიღებს მონაწილეობას.

„20 ოქტომბერს იქნება ძალიან საინტერესო ღონისძიება. შეგიძლიათ მობრძანდეთ, ნახავთ, რა მაგარი პროექტი გამოვიდა და საკმაოდ სასიამოვნო საღამო ელოდება იქ მოსულ საზოგადოებას“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ განმარტა, ჯგუფი „მგზავრების“ მდგომარეობაში შედის და მათი გადაწყვეტილება კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით, ესმის.

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ზღვისუბნის პარკის გახსნაზე „მგზავრების“ კონცერტი აღარ გაიმართება. დედაქალაქის მერიის განცხადებით, „მგზავრებმა“ ბულინგს ვერ გაუძლეს.

თავის მხრივ, „მგზავრები“ თავიანთ გულშემატკივრებს მიმართავენ და აცხადებენ, რომ „საქართველოს მომავალი ევროპაშია“.