“მგზავრები” საგანგებო განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

“მგზავრები” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ჯგუფი "მგზავრები" სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

“მგზავრები” ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებაში და მართავდა კონცერტებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც.

რა თქმა უნდა, პარკის გახსნა პარტიული ღონისძიება არ არის , თუმცა გახსნის თარიღი დაემთხვა 20 ოქტომბრის ღონისძიებას, ამიტომ, კონცერტმა მიიღო პოლიტიკური ელფერი.

სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე".