"ვტოვებ "ლელოს" პარტიას და ვემიჯნები პირადად მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც, როგორც დავინახე პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად"
"დღეს მინდა განვაცხადო, რომ ვტოვებ "ლელოს" პარტიას" - პარტია „ლელოს" აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის წევრი სულხან კოჩალიძე და პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ასევე, როგორც სულხან კოჩალიძე წერს, ის პირადად მამუკა ხაზარაძეს ემიჯნება:
"დღეს მინდა განვაცხადო, რომ ვტოვებ "ლელოს" პარტიას და ვემიჯნები პირადად მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც, როგორც დავინახე პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად. ხაზარაძე ადამიანია, რომელიც ვაჭრობს საკუთარი პარტიით მხოლოდ მისი ინტერესების დაცვის მიზეზით. იგი დარჩა მევახშედ, რომელიც ვაჭრობს საქართველოსა და მოსახლეობის ბედით, რის გამოც მე ვერ დავრჩები მსგავს უპრინციპო და გამყიდველ კაცთან ერთად, რასაც მოვუწოდებ ჩემს ყოფილ პარტიაში დარჩენილ მეგობრებს გააკეთონ სწორი არჩევანი!"- წერს სულხან კოჩალიძე.