როდის და რა სიმძლავრით უნდა ჩავრთოთ გათბობა, რომ ხარჯები შევამციროთ
„ნორმალურ, ენერგოეფექტურ შენობაში, კედლის ტემპერატურა 4 გრადუსით უნდა განსხვავდებოდეს ოთახის ტემპერატურისგან. თუმცა, თანამედროვე შენობები ამ დონის ვერ არიან“,- ამის შესახებ პროფესორმა, ენერგოეფექტურობის სპეციალისტმა ნანი მეფარიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
მან მოქალაქეებს ურჩია გათბობა აცივებისთანავე, დაბალ სიმძლავრეზე ჩართონ, რადგან ეს უფრო ეკონომიურია, ვიდრე დიდი სიცივეების დროს მაღალი სიმძლავრით სისტემის მუშაობა.
„სწორედ მაშინ, წარმოიქმნება კედელზე კონდენსატი, როცა ეს განსხვავება 7 გრადუსი და მეტია, რადგან თბილი ჰაერის ურთიერთქმედება ცივ ზედაპირთან განაპირობებს ამას.
ამიტომ ახლა გათბობის სეზონი იწყება და მინდა ვუთხრა მოქალაქეებს, ზოგიერთი მათგანი ელოდება სანამ ძალიან არ აცივდება, რათა გათბობა, რაც შეიძლება გვიან ჩართოს და იქნებ ნაკლები ხარჯი ჰქონდეს.
ამ დროს პირიქით... გააგრძელეთ კითხვა