"ძმა დავკარგე... სულ თვალწინ მიტრიალებს მთელი ჩვენი ბავშვობა" - რა ინფორმაციას აქვეყნებს ალექსანდრე ზაზარაშვილი?
მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს:
"ძმა დავკარგე. სამუდამოდ ჩემს გულში დარჩები ნიკა, უკეთეს ცხოვრებას იმსახურებდი, სულ თვალწინ მიტრიალებს მთელი ჩვენი ბავშვობა, არ მჯერავს რომ აღარ ხარ და ალბად ვერც დავიჯერებ", - წერს ალექსანდრე ფეისბუკზე.
არსებული ინფორმაციით, მას ავტომობილი დაეჯახა.