„ეს ბიჭი ის ადამიანია, რომელმაც სიცოცხლე მეორედ მაჩუქა… იმ დღეს გაუმარჯოს, რომ გაგიცანი და ჩემთვის დაიბადე“ - როგორ ულოცავს თინა ხიდაშელი მეუღლეს დაბადების დღეს?
პოლიტიკოსი დავით უსუფაშვილი იუბილარია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეუღლე თინა ხიდაშელი წერს.
"ეს ბიჭი რომ ჩემთვის ყველაფერია კი იცით ყველამ. საკუთარი ჭკვიანი და უწესიერესი თავი ხომ მაჩუქა 28 წლის წინ და მერე მეორედ სიცოცხლე მაჩუქა.შენ გაგიმარჯოს David Usupashvili იმ დღეს გაუმარჯოს რომ გაგიცანი და ჩემთვის დაიბადე.
მერე იმ დღეს ეს ბავშვიკები რომ გაჩნდნენ და ყოველ დღეს გაუმარჯოს ამ 28 წლის მანძილზე ხელიხელჩაკიდებულებმა რომ გავიარეთ!!!
მიყვარხარ და კიდევ ბევრი წელი ასე უნდა ვიაროთ სანამ მუხლი გვემორჩილება და გონება მოგვყვება," - წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.