ოთარ ზურაბიშვილი: "ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის და ვფიქრობ, უკვე მიხვდნენ, რამდენად არის მათი საქმე წასული - ჩვენი გზა ღიაა - მივდივართ ევროპისკენ" - კვირის პალიტრა

ოთარ ზურაბიშვილი: "ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის და ვფიქრობ, უკვე მიხვდნენ, რამდენად არის მათი საქმე წასული - ჩვენი გზა ღიაა - მივდივართ ევროპისკენ"

რაც არ უნდა გააკეთონ და რა სიძნელე და დაბრკოლებებიც არ უნდა იყოს მათგან, მაინც გადავლახავთ არჩევნებამდე - ჩვენი გზა ღიაა - მივდივართ ევროპისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილმა მარშის სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე, ხელისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მარში ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოში მყოფი მოქალაქეებისთვის, არამედ ემიგრანტებისთვისაც.

„[მარში]ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ჩვენთვის, არამედ იმ ქართველებისთვის, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ. ასევე, მნიშვნელოვანია მომდევნო დღეები, რომელიც არჩევნებამდე მიგვიყვანს. საჭიროა, რომ ქართველები, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან კარგად მოემზადონ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გზა გამარჯვების გზა იქნება. პირდაპირ იქ მივალთ, სადაც საჭიროა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე რამდენად გაიგებს ხელისუფლება ქართველი ხალხის ხმას, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ხელისუფლებას მოქალაქეების ხმა ძალიან კარგად ესმის.

„ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის [ხალხის ხმა] და ვფიქრობ, უკვე მიხვდნენ, რამდენად არის მათი საქმე წასული. ძალიან კარგად მიხვდნენ, მაშინ როდესაც უცხოეთში ასეთი მოძრაობაა - მაგალითად, ვიცით, რომ უცხოეთში დაახლოებით, 100 ათასობით ახალი ადამიანები ჩაეწერნენ სიებში. რაც არ უნდა გააკეთონ და რა სიძნელე და დაბრკოლებებიც არ უნდა იყოს მათგან, მაინც გადავლახავთ არჩევნებამდე. ჩვენი გზა ღიაა - მივდივართ ევროპისკენ“, - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

IPN