"ქართველები ისევ ისტორიას წერენ - თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია" - რას წერს მიხაილ როთი? - კვირის პალიტრა

"ქართველები ისევ ისტორიას წერენ - თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია" - რას წერს მიხაილ როთი?

ქართველები ისევ ისტორიას წერენ!, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პლატფორმა X-ზე წერს და ეხმაურება თბილისში მიმდინარე მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“.

როთის თქმით, „დღეს ათიათასობით ადამიანი მართავს დემონსტრაციას თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის“.

„თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია”, - წერს როთი.