"თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს" - კვირის პალიტრა

"თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს"

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღეღაა დარჩენილი. ოპოზიციური სპექტრის უმეტესი ნაწილი ამტკიცებს, რომ მოახლოებულ არჩევნებზე გასაკეთებელია არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს, დასავლეთსა და რუსეთს შორის. პრაქტიკულად იმავეს გვეუბნებიან ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები.

მმართველი გუნდის მტკიცებით კი სწორედ ოპოზიცია უშლის ხელს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. ოპოზიცია ხელისუფლების საზიანოდ და უამრავ ფაქტსა და ტენდენციას ასახელებს. ვალში არც ხელისუფლება რჩება, მაგრამ მათი არგუმენტები იმ ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკის ფონზე რაც ხელისუფლებას აქვს, სულ უფრო ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება.

მიუხედავად იმისა, დასავლელი პარტნიორები ლამის ერთ ხმაში გვეუბნებიან, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყნისთვის ევროპული გზა არ გაიხსნება, 26 ოქტომბრის არჩევნები არჩევნებია ევროკავშირსა და რუსეთს, დასავლეთსა და რუსეთს შორის?

თუ კი, - რატომ? და თუ არა, - რატომ არა?

- თადარიგიანი ადამიანი რუკას დახედავს უცხო ადგილას მოძრაობის დაწყებამდე. ჩვენც დავხედოთ იმ მოვლენათა რუკას, რომელსაც მნიშვნელობა აქვს ჩვენი სწორი „მოძრაობისთვის“ მომავალ არჩევნებში.

ვთვლი, რომ დღევანდელი პროცესების გააზრებისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე მოვლენა. პირველი არის ვარდების რევოლუცია, სადაც ჩართული იყო ამერიკაც, რაც ზედაპირზე ჩანდა: ელჩი მაილსი, პრეზიდენტი ბუში, და რუსეთიც. საგარეო საქმეთა მინისტრი ივანოვი. ორი ბატონის საკმაოდ წარმატებული მსახური იყო სააკაშვილი.

ამ ამბის გახსენება მნიშვნელოვანია, რადგან, ხელისუფლება ამბობს, რომ ახლაც დღის წესრიგშია „ვარდების რევოლუცია 2“ ისევ სააკაშვილის, ანუ “ნაციონალების” მოსაყვანად. ოპოზიცია ამ ვერსიას მასხრად იგდებს, ანტიევროპულ და პრორუსულ რიტორიკად მიიჩნევს.

რადგან, ხელისუფლება ამბობს, რომ ახლაც დღის წესრიგშია „ვარდების რევოლუცია 2“ ისევ სააკაშვილის, ანუ “ნაციონალების” მოსაყვანად. ოპოზიცია ამ ვერსიას მასხრად იგდებს, ანტიევროპულ და პრორუსულ რიტორიკად მიიჩნევს2003 წელი გვახსენებს, რომ ერთხელ უკვე მოხდა რევოლუციის იმპორტი საქართველოში და ეს პარანოია არაა. პარანოიას მიზეზი არა აქვს. იმპორტულ რევოლუციას აქვს? 2003-ში ასეთი მიზეზი ბუშმა საჯაროდ თქვა თბილისის მიტინგზე, ფერადი რევოლუციებით გავალთ ავღანეთამდე, ანუ კონტინენტს დავიპყრობთ და... დავიჭერთ ნომერ პირველ ტერორისტსო.

ახლა, 2024-ში თუ არის ამერიკელებთან რევოლუციის განმეორების სურვილი, მასაც უნდა ჰქონდეს მიზეზი. ვთვლი, რომ ასეთი მიზეზია „ოცნების“ სიჯიუტე, რასთანაც არის დაკავშირებული შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენები.

მეორე მნიშვნელოვან მოვლენად მივიჩნევ იმას, რომ 2021 წლის იანვარში ტრამპის სახელმწიფო მდივანმა პომპეომ საქართველოში ვიზიტის დროს საჯაროდ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე არ შემოუშვათ ჩინეთი, ის დემოკრატიული არ არისო. ეს ნათქვამი არავის გაჰკვირვებია, რამდენადაც ტრამპს უკვე გამოცხადებული ჰქონდა ბრძოლა ჩინეთთან, რადგან მიიჩნევდა მას ამერიკის კონკურენტად.

პომპეოს გაფრთხილების მიუხედავად იმავე წლის თებერვალში „ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოში მატარებელი შემოაყვანინა ჩინეთს ისე, რომ სანამ მატარებელი არ დაინახეს, არავინ იცოდა მისი შემოყვანის ფაქტი. 2023 წელს კი საქართველოს ხელისუფლებამ სპორტულ ღონისძიებით შენიღბული ვიზიტი გააკეთა ჩინეთში და მოულოდნელად გააფორმა მასთან ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რასაც ისევ არავინ ელოდა. ეს ნაბიჯები მიუთითებს, რომ ჩინეთის საკითხში საქართველო შეგნებულად არ დაემორჩილა ამერიკას, ის უჩუმრად მოძრაობდა ჩინეთისაკენ.

2023 წელს კი საქართველოს ხელისუფლებამ სპორტულ ღონისძიებით შენიღბული ვიზიტი გააკეთა ჩინეთში და მოულოდნელად გააფორმა მასთან ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რასაც ისევ არავინ ელოდა. ეს ნაბიჯები მიუთითებს, რომ ჩინეთის საკითხში საქართველო შეგნებულად არ დაემორჩილა ამერიკას, ის უჩუმრად მოძრაობდა ჩინეთისაკენამერიკასთან გაჯიუტების კიდევ ერთი მაგალითი არის ომზე უარი. ვიცით, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა რუსეთი. უკრაინელებმა საქართველოს მოუწოდეს ომში ჩაბმა, რაც სავსებით ბუნებრივი იყო - სამხედრო თვალსაზრისით უკრაინელებისთვის და მისი დამხმარე დასავლეთისთვის ხელსაყრელი იყო რუსეთთან კიდევ ერთი ფრონტის გახსნა.

დადის ხმები ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ამას მოითხოვდა ივანიშვილისგანო. „ოცნება“ არ აჰყვა ამ იდეას. ზელენსკიმ ისიც საჯაროდ თქვა დანანებით - სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ჩაებმებოდა ომშიო.

ომში გაჯიუტებით ხელისუფლება ტრაბახობს, მაგრამ არაფერს ამბობს ჩინეთის საკითხში გაჯიუტებაზე. საჯაროდ არც ამერიკა ახსენებს ჩინეთს, საყვედურობს საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობას. არადა, ჩინეთისკენ საქართველოს მოძრაობის ფაქტები სახეზეა, რუსეთისკენ მოძრაობის დამაჯერებელი ფაქტები ვერც კი სახელდება. ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა სოციოლოგ ლევან მეტონიძის საინტერესო სტატია, რომელსაც სათაურში აქვს გამოტანილი ენტონ ბლინკენის სიტყვები: „თუ საერთაშორისო სისტემაში მაგიდასთან არ ხართ, მაშინ თქვენ მენიუში ხართ“... პოლიტიკური კანიბალიზმის ამ წესის გამო ამერიკას უწევს სიმკაცრე მტრების და მეგობრების მიმართ, რათა შეინარჩუნოს თამადის ადგილი საერთაშორისო მაგიდასთან.

ჰენრი კისინჯერის გამონათქვამიც გაახსენდა სტატიის ავტორს: „სახიფათოა იყო ამერიკის მტერი, მაგრამ ფატალურია იყო ამერიკის მეგობარი“. მეტონიძეს მოჰყავს ამერიკის ძალზე გავლენიანი ორგანიზაციის „საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ საპატიო თავმჯდომარის, ოცი წლის განმავლობაში მისი მოქმედი თავმჯდომარის და შარშან ემერიტუსში გადასული რიჩარდ ჰასსის სტატიის ნაწყვეტებიც.

შტატები მის მოკავშირეებთან ურთიერთობას აშენებს წარმოდგენაზე, რომ მათგან თანხმობა ნორმაა, ხოლო უთანხმოება გამონაკლისიო, აღნიშნავს ჰასსი. შემდეგ ჰასსი სვამს კითხვას და პასუხობს კიდეც:

„რატომ ბედავენ მოკავშირეები ვაშინგტონისადმი დაუმორჩილებლობას? იმიტომ რომ, როგორც წესი, მათთვის უფრო მეტი დევს სასწორზე, ვიდრე შეერთებული შტატებისათვის და ეს უთანასწორობა, მათ უფრო მეტ ძალას აძლევს, მიუხედავად მათი დამოკიდებულებისა შტატებზე.

უმეტეს შემთხვევებში, განხეთქილების ვაშლად მოკავშირის უსაფრთხოება ან ეკონომიკა ხდება მაშინ, როდესაც შეერთებული შტატებისათვის, ეს მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი პრიორიტეტია“.

ამხელა ციტატა იმასთან დაკავშირებით მოვიტანე, რომ ჩვენ გამოვიყენოთ გზის გაკვალვაში. ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა, რაც აღიზიანებს ამერიკას, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისთვის, რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკური პრობლემების მოგვარებისთვის და ეკონომიკის გაძლიერებისთვის. ეს მნიშვნელობა შესანიშნავად გადმოსცა ლადო პაპავამ.

მით უფრო, რომ ჩინეთი აპირებს კავკასიაზე გაატაროს ევროპისკენ ტვირთების ტრანზიტის ერთ-ერთი გზა. ეს გააძლიერებს ჩინეთსაც და ევროპასაც, მაგრამ არც ერთი მათგანის გაძლიერებაში არაა დაინტერესებული არც ამერიკა და... არც რუსეთი, რომელსაც ტრანზიტის დაბრუნება უნდა.

ამერიკა-რუსეთის ინტერესები ისევ ემთხვევა ერთმანეთს, რაც გამოჩნდა უკრაინის ომის მიმართ ამერიკის დამოკიდებულების შეცვლაში. ტრანზიტის ჩაშლის ყველაზე იოლი ხერხი არის დესტაბილიზაცია საქართველოსა და აზერბაიჯანში. ბოლო ხანებში სომხეთთან აშშ-ს ინტენსიური კონტაქტიც იქნებ სატრანზიტო ხიდის აფეთქების სურვილითაც არის გამოწვეული?0

საქართველოსაც რომ იგივე თვალით უყურებდეს ამერიკა, გამორიცხული არაა. ვნახოთ, კიდევ რას ამბობს ჰასსი: “ყველაზე დრაკონული მიდგომა, მეგობართან უთანხმოების გადაწყვეტისა, ეს ურჩი ხელისუფლების გადაყენებაა. ზუსტად ასეთი მიდგომა გამოიყენა კენედის ადმინისტრაციამ სამხრეთ ვიეტნამის მოკავშირე, პრეზიდენტ ნგო დინ დიემთან“.

ჰასსი გადაყენების მეთოდს აკრიტიკებს არა იმიტომ, რომ ეთიკა და დემოკრატია ირღვევა, არამედ აკრიტიკებს იმიტომ, რომ თოჯინასავით დასმული ნებიერი ფიგურა ხშირად უფრო მეტ პრობლემას უქმნის ამერიკას, ვიდრე მისი ჯიუტი წინამორბედი. საქართველოსაც აქვს ამ მოსაზრების მაგალითი.

2003-ში ამერიკამ და რუსეთმა შევარდნაძე ჩაანაცვლეს სააკაშვილით. სააკაშვილმა იმისთანა დაატრიალა ქვეყანაში, რომ უკვე ამერიკის საელჩოსთან იმართებოდა საპროტესტო აქციები. ალბათ, ამიტომაც მოუწია ამერიკას სააკაშვილის დათმობა 2012-ში. ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ამბრაზურასავით იყო გადაფარებული „ოცნებაზე“. მეორეს მხრივ, შეიძლება ისევ გადაყენების მეთოდი გამოიყენა 2012-შიც ამერიკამ?! პასუხი უცნობია ...

მოკლედ, „ოცნების“ მრავალჯერადი სიჯიუტე სავარაუდოს ხდის, რომ - ამერიკა საქართველოს ხელისუფლებას აფასებს ურჩ მეგობრად. ჩაფიქრებული აქვს თუ არა მისი შეცვლა ისევ ნაცებით, არ ვიცი, გამორიცხული არაა. ამის ეჭვი აქვს „ოცნების“ ელიტასაც და პრევენციის მიზნით ყველასთან იძახის „გადაყენებას მიპირებს დასავლეთიო“.

გააგრძელეთ კითხვა