"თოვლის საფარი მეტრამდე აღწევს" - ხულოში ნალექმა პრობლემები შექმნა - კვირის პალიტრა

"თოვლის საფარი მეტრამდე აღწევს" - ხულოში ნალექმა პრობლემები შექმნა

ხულოს მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი მეტრამდე აღწევს, რამაც ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, ასევე მეწყრული პროცესები განვითარდა. უწყების ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

„ხულოში, ინტენსიურად თოვს. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი მეტრამდე აღწევს, ხოლო დაბალი ზონის სოფლებში 30 სმ-ია. დილიდან იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები. ცენტრალურ გზაზე გადადგილება თავისუფალია. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ასევე მეწყრულმა პროცესმა დააზიანა დაბა ხულოს სასმელი წყლის მაგისტრალი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

მთელი ღამის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ჯამბულატ მელაძის ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო სიტუაციების შტაბი აქტიურად იყვნენ ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში”,- აცხადებენ მერიაში

"ინტერპრესნიუსი"