ქმართან დაშორების 1 წლის თავზე, ბრიტნი სპირსი "საკუთარ თავზე" დაქორწინდა - რას წერს პოპვარსკვლავი?
ბრიტნი სპირსმა ფანები ახალი პოსტით გააოცა, რომელშიც აცხადებს, რომ "დაქორწინდა”. სემ ასგარისთან მისი განქორწინებიდან ერთი წელის შემდეგ, 42 წლის პოპ სუპერვარსკვლავმა კვირას Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის თეთრი აბრეშუმის საქორწილო კაბასა და მაქმანის ფატაშია გამოწყობილი.
თუმცა, საქმროს გამოჩენის ნაცვლად, Toxic-ის შემსრულებელმა ფანებს განუცხადა, რომ საკუთარ თავზე დაქორწინდა.
"დღე, როდესაც საკუთარ თავზე დავქორწინდი... შეიძლება, სასირცხვილოდ ან სულელურად ჩანდეს, მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველაზე ბრწყინვალე რამაა, რაც ოდესმე გამიკეთებია!!!" - დააწერა მან პოსტს.
მომღერალი კამერის წინ საპატარძლო თეთრ სამოსში პოზირებდა და ვუალს ისწორებდა.
ბრიტნიმ ასევე, წარწერის გარეშე ცარიელი ეკლესიის სურათიც გამოაქვეყნა.
სპირსი ურთიერთობაშია პოლ სოლიზთან, 38 წლის მამაკაცთან. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები