ქმართან დაშორების 1 წლის თავზე, ბრიტნი სპირსი "საკუთარ თავზე" დაქორწინდა - რას წერს პოპვარსკვლავი? - კვირის პალიტრა

ქმართან დაშორების 1 წლის თავზე, ბრიტნი სპირსი "საკუთარ თავზე" დაქორწინდა - რას წერს პოპვარსკვლავი?

ბრიტ­ნი სპირ­სმა ფა­ნე­ბი ახა­ლი პოს­ტით გა­ა­ო­ცა, რო­მელ­შიც აცხა­დებს, რომ "და­ქორ­წინ­და”. სემ ას­გა­რის­თან მისი გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი წე­ლის შემ­დეგ, 42 წლის პოპ სუ­პერ­ვარ­სკვლავ­მა კვი­რას Instagram-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, რო­მელ­შიც ის თეთ­რი აბ­რე­შუ­მის სა­ქორ­წი­ლო კა­ბა­სა და მაქ­მა­ნის ფა­ტა­შია გა­მო­წყო­ბი­ლი.

თუმ­ცა, საქმროს გა­მო­ჩე­ნის ნაც­ვლად, Toxic-ის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ფა­ნებს გა­ნუ­ცხა­და, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე და­ქორ­წინ­და.

"დღე, რო­დე­საც სა­კუ­თარ თავ­ზე დავ­ქორ­წინ­დი... შე­იძ­ლე­ბა, სა­სირ­ცხვი­ლოდ ან სუ­ლე­ლუ­რად ჩან­დეს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ზე ბრწყინ­ვა­ლე რა­მაა, რაც ოდეს­მე გა­მი­კე­თე­ბია!!!" - და­ა­წე­რა მან პოსტს.

მომ­ღე­რა­ლი კა­მე­რის წინ სა­პა­ტარ­ძლო თეთრ სა­მოს­ში პო­ზი­რებ­და და ვუ­ალს ის­წო­რებ­და.

ბრიტ­ნიმ ასე­ვე, წარ­წე­რის გა­რე­შე ცა­რი­ე­ლი ეკ­ლე­სი­ის სუ­რა­თიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

სპირ­სი ურ­თი­ერ­თო­ბა­შია პოლ სო­ლიზ­თან, 38 წლის მა­მა­კაც­თან. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები