"ირაკლი შეეკითხა: როგორ წარმოგიდენიათ, ჩვენ რამდენი დღე შეგვიძლია ვიომოთ, რამდენ დღეს გავუძლებთო? – 3-4 დღეო. 3-4 დღის გამო გვღუპავთო?" - ივანიშვილი ღარიბაშვილის ნაამბობს იხსენებს - კვირის პალიტრა

"ირაკლი შეეკითხა: როგორ წარმოგიდენიათ, ჩვენ რამდენი დღე შეგვიძლია ვიომოთ, რამდენ დღეს გავუძლებთო? – 3-4 დღეო. 3-4 დღის გამო გვღუპავთო?" - ივანიშვილი ღარიბაშვილის ნაამბობს იხსენებს

"ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა გა­ბე­და და რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ჩა­წე­რა, რომ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებს უნდა შე­ვუ­ერ­თდეთ. ამის თქმას ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი ბე­დავ­და, ნა­წი­ლი ვერ. კა­ბი­ნე­ტებ­ში ამა­ზე ძა­ლი­ან დიდი ზე­წო­ლა იყო", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და,

რო­გორც ივა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს, ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მო­იწ­ვია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გამ­ყა­რე­ბა, გამ­კაც­რე­ბა და აგ­რე­სი­უ­ლო­ბა, რად­გან მისი თქმით, გუნ­დმა უფრო ადრე იცო­და ყვე­ლა­ფე­რი, ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ."ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა გა­ბე­და და რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ჩა­წე­რა, რომ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებს უნდა შე­ვუ­ერ­თდეთ. ამას ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი ბე­დავ­და თქმა, ნა­წი­ლი ვერ. კა­ბი­ნე­ტებ­ში ამა­ზე ძა­ლი­ან დიდი ზე­წო­ლა იყო. მინ­და გა­ვიხ­სე­ნო ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მო­ნა­ყო­ლი, რო­დე­საც მას­თან ერთ-ერთი ქვეყ­ნის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ასე­თი ტი­პის სა­უ­ბარს აწარ­მო­ებ­და. ირაკ­ლი შე­ე­კი­თხა: კი, მაგ­რამ, რო­გორ წარ­მო­გი­დე­ნი­ათ, ჩვენ რამ­დე­ნი დღე შეგ­ვიძ­ლია, რომ ვი­ო­მოთ, რამ­დენ დღეს გა­ვუძ­ლებ­თო? – 3-4 დღეო. 3-4 დღის გამო გვღუ­პავ­თო? - თქვენ 3 მი­ლი­ო­ნი ხარ­თო და 3-4 დღე­ში ყვე­ლას კი ვერ ამოგ­ხო­ცა­ვე­ნო. შემ­დეგ შე­გიძ­ლი­ათ პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბით ტყე­ში გახ­ვი­დე­თო და ჩვენ და­გეხ­მა­რე­ბით და იქი­დან იო­მე­თო. ეს იყო რე­ა­ლო­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მო­იწ­ვია გუნდში ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. გუნ­დი გამ­ყარ­და, გამ­კაცრ­და, გა­აგ­რე­სი­ულ­და. რად­გან, გუნ­დმა უფრო ადრე იცო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ“, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით" სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ზა­დებ­დნენ ომის­თვის.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ძალა დღეს ქარ­თულ ოპო­ზი­ცი­ა­ში არის - "ლელო“ და "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ .

"იმ ფონ­ზე, რომ ჩვენ ნა­ტო­ში არა­ვინ მიგ­ვი­ღო და არ მიგ­ვი­ღეს ამ მი­ზე­ზით, შე­ვახ­სე­ნებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას რო­გო­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა და­სავ­ლეთ­ში: არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა და­ვუშ­ვათ ომი ნა­ტო­სა და რუ­სეთ­თან. ამი­ტო­მაც დაგვტო­ვეს გვერ­დით ჩვენ და უკ­რა­ი­ნაც. გვა­ო­მეს და კიდე უნ­დათ, რომ გვა­ო­მონ. ამის­თვის ვი­ყა­ვით ჩვენ გამ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი და ამის­თვის გვამ­ზა­დებ­დნენ. ამ ფონ­ზე რომ ეს ძალა, რა­საც "კო­ლექ­ტი­უ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ჰქვია - ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თოა "ლელო“ და გა­ხა­რია, რომ­ლებ­მაც მშვე­ნივ­რად იცი­ან, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და მოძ­რა­ო­ბა“ მის წევ­რე­ბი და ლი­დე­რე­ბი, რომ­ლებ­მაც სტუ­დენ­ტო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი გა­რეთ ის­წავ­ლეს და იქი­დან და­ი­წყეს მო­ნად გა­დაქ­ცე­ვა და სხვი­სი სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბა, ბო­ლომ­დე ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­დნენ რა უნ­დო­დათ მათ­გან, 2003 წელს რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბა­ში და­ეხ­მარ­ნენ. მგო­ნი , 2008 წლის ომი მათ კარ­გად არ ჰქონ­დათ გა­აზ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამ ორ ძა­ლას მშვე­ნივ­რად აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი თუ რას ითხო­ვენ მათ­გან. დღეს ამ არ­ჩევ­ნებს ჩვენ მო­ვი­გებთ , ამის პრობ­ლე­მა არ არის, ოღონდ გვინ­და სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა, - მოკ­ლედ თუ ეს ძალა არ მო­ვა­შო­რეთ ქვე­ყა­ნას მუდ­მი­ვი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია ...“,- გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა "იმედ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.