"ბოლოს არ ვიცი ისე რა გამიტყდა, როგორც ლოჩოშვილის ნახვა "ქოცების" კლიპში" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი "ქართული ოცნების" საარჩევნო კლიპს ეხმაურება, სადაც ქართველებისთვის კარგად ნაცნობილი ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ, მათ შორისაა ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილიც და ოთარ კაკაბაძეც.
"ბოლოს არ ვიცი ისე რა გამიტყდა, როგორც ლოჩოშვილის ნახვა ქოცების კლიპში. არცერთი სხვა, კიტეც კი არ გამიტყდა ეგრე. აი ლოჩოშვილი როგორ გახდა მაგ პარტიის საკუთრება როცა ახალგაზრდა ხარ და შენს საქმეს ძალიან მაგრად აკეთებ, რა ჯანდაბად უნდა გინდოდეს ნებისმიერი პარტია და განსაკუთრებით ახლა, ამ რეალობაში, ქართული ოცნება.ვაახ, ძაან გამიტყდა" - წერს ჟორჟოლიანი.