საქართველოში ტაქსი უფრო ძვირია, ვიდრე თურქეთში და აზერბაიჯანში - ყველაზე იაფი სომხეთშია
საქართველოში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ტაქსის მომსახურება 1 კმ-ზე გაანგარიშებით, ყველაზე ძვირია. მონაცემებს Numbeo აქვეყნებს.
უფრო კონკრეტულად, 98 ქვეყანას შორის საქართველო 69-ე ადგილს იკავებს. მონაცემების მიხედვით, 1 კმ-ზე ტაქსის მომსახურების საშუალო ფასი 74 ცენტს შეადგენს.
მეზობელ ქვეყნებს შორის, საქართველოს შემდეგ ტაქსი ყველაზე ძვირი თურქეთშია. ამ შემთხვევაში 1 კმ-ზე საშუალო ფასი 67 ცენტს უტოლდება, რითაც თურქეთი 76-ე ადგილს იკავებს.
79-ე ადგილს იკავებს აზერბაიჯანი ტაქსის სიძვირით, სადაც საშუალო ფასი 1 კმ-ზე 59 ცენტია. მას მოსდევს 89-ე ადგილზე მყოფი რუსეთი 33 ცენტით.