"თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ვლადიმერ პუტინი კიევში დაჯდება" - რას აცხადებს კამალა ჰარისი? - კვირის პალიტრა

"თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ვლადიმერ პუტინი კიევში დაჯდება" - რას აცხადებს კამალა ჰარისი?

თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ვლადიმერ პუტინი კიევში დაჯდება, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა მიჩიგანში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე განაცხადა.

„მან, დონალდ ტრამპმა, თქვა, რომ უკრაინისა და რუსეთის საკითხს ერთ დღეში მოაგვარებს. გაიგეთ რას ამბობს. ის დანებდება. ის აიძულებს უკრაინას, უარი თქვას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რომელიც მის სუვერენიტეტს არღვევს. თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ვლადიმერ პუტინი კიევში დაჯდება. გააცნობიერეთ, რა მნიშვნელობა ექნება ამას ამერიკისთვის და მსოფლიოში ჩვენი პოზიციისთვის“, - განაცხადა კამალა ჰარისმა.

ცნობისთვის, მანამდე კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე ვლადიმერ პუტინს უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ შეხვდება.