რუსებისთვის ყველაზე წმინდას შეეხნენ! ექს-პრეზიდენტი მედვედევი რუსულ სპირტის ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმამ გააცოფა... - კვირის პალიტრა

რუსებისთვის ყველაზე წმინდას შეეხნენ! ექს-პრეზიდენტი მედვედევი რუსულ სპირტის ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმამ გააცოფა...

უკრაინული კამიკაძე-დრონების პერმამენტური საჰაერო თავდასხმები რუსულ სამხედრო აეროდრომებზე, შეირაღების საწყობებზე და თვით ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე არახალი ამბავია და გასაგებიცაა თუ რატომ ხდებიან ისინი უკრაინის გენშტაბის სამიზნეთა სიაში...

მაგრამ...სპირტის ქარხნებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში რაღას ერჩიან უკრაინული კამიკაძე-დრონები?

გუშინ ღამით უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა ერთდროული საჰაერო შეტევები მიიტანეს სამ რუსულ სპირტის ქარხანაზე - „ბიოხიმზე“ ტამბოვის ოლქში და ლუჟკოვსკისა და ეფრემოვსკის სპირტის ქარხნებზე ტულის ოლქში...

2-med-1729608252.png
რუსულ სპირტის ქარხანა „ბიოხიმი“ ტამბოვის ოლქში, რომელიც უკრაინული კამიკაძე-დრონის სამიზნე გახდა...

ნუთუ უკრაინელ გენერლებს გამოელიათ სამიზნეები რუსული სამხედრო აეროდრომებისა თუ ნავთობაზების სახით, რომ ახლა რუსული „ვოდკის“ ჩამოსასხმელი ქარხნებისთვისაც მოიცალეს?

რა თქმა უნდა არა, სპირტის ქარხნები რუსეთში, მარტო არაყს როდი ასხამენ, ისინი აწარმოებენ სპირტის შემცველ რიგი დასახელების პროდუქციას, რომელიც მასიურად გამოიყენება საბრძოლო ტექნიკის, პირველ რიგში კი ავიაციის ინტერესებში, ასევე ჯავშანტექნიკაში ანტიფრიზის სახით.

ზამთრის პერიოდის დადგომის წინ, უკრაინის ფრონტზე მებრძოლ რამდენიმე ათას რუსულ ტანკს, ქვეითთა საბრძოლო მანქანასა თუ ჯავშანტრანსპორტიორს აუცილებლად დასჭირდებათ დიზელის ძრავების გაგრილების სისტემაში ზაფხულში ჩასხმული ჩვეულებრივი წყლის შეცვლა ყინვაგამძლე ანტიფრიზით, რომელიც სწორედ სპირტის გამოყენებით მზადდება.

3-med-1729608302.png
სარკოზი და ბერლუსკონი დროულად რომ არ ამოსდგომოდნენ მხარში, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი მედვედევი ძირს გაგორდებოდა ბოლო რუსი ბომჟივით...

მაგალითად, Т-72 ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკის 12 ცილინდრიანი დიზელის ძრავის გაგრილების სისტემაში შედის ორი რადიატორი, რომლებშიც საერთო ჯამში 90 ლიტრი ანტიფრიზი ეტევა.

გარდა ჯავშანტექნიკისა, რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ომში ლოჯისტიკური მიზნებისთვის იყენებენ კიდევ უფრო მეტ სატვირთო ავტომობილს, ასევე მსუბუქ მანქანებსაც, რომელთა ძრავების გაგრილების სისტემაში ზამთარში აუცილებლად უნდა ჩაისხას ყინვაგამძლე გამაგრილებელი სითხე-ანტიფრიზი.

4-med-1729608343.jpg
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ფრონტზე ყინვების დაწყებამდე თუკი ტანკების დიზელის ძრავების გაგრილების სისტემაში 90 ლიტრი ანტიფრიზი არ ჩაასხეს, დარჩებიან ადგილზე...

ასე, რომ ზამთრის პერიოდში საბრძოლო მოქმედებების აქტიურ რეჟიმში გასაგრძელებლად, რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინის ფრონტზე, სადაც ღამ-ღამობით ყინვა მალე -10 გრადუსსაც გადააჭარბებს, აუცილებლად დასჭირდებათ ტონობით ანტიფრიზი, სწორედ რომლის წარმოების პროცესის ჩაშლაც სავარაუდოთ სცადეს უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა, რომლებმაც გასულ ღამეს ერთდროული შეტევა მიიტანეს და ღამის ცაში ააგიზგიზეს სამი რუსული სპირტის ქარხანა...

P.S. როგორც თავად რუსი ბლოგერები მინიშნებით ამბობენ, რუსული სპირტის ქარხნების დაბომბვა თურმე ყველაზე მეტად...მედვედევს განუცდია...

სწორედ იმ დმიტრი მედვედევს, რუსეთის ექს-პრეზიდენტს,რომელიც სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების დასაცინი არაერთხელ გამხდარა, როდესაც ოფიციალურ მიღებებზე ბახუსს ვერ მორევია და საფრანგეთისა და იტალიის პირველი პირები მხარში ამოუდგნენ და ისე წააბანცალეს, რომ არ წაქცეულიყო, როგორც უკანასკნელი რუსი ბომჟი...