"არ მაქვს საფუძველი მათ არ დავუჯერო" - რას ამბობს სერგეი ლავროვი "ქართულ ოცნებაზე"? - კვირის პალიტრა

"არ მაქვს საფუძველი მათ არ დავუჯერო" - რას ამბობს სერგეი ლავროვი "ქართულ ოცნებაზე"?

არ მაქვს საფუძველი “ქართულ ოცნებას” არ დავუჯერო. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ყაზანში BRICS-ის სამიტზე ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

მისი თქმით, საფუძველი არ გააჩნია არ დაუჯეროს პარტია “ქართულ ოცნებას”, როდესაც მათ მოჰყავთ დიალოგები, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ აქეზებდნენ.

“არ მაქვს საფუძველი მათ [“ქართულ ოცნებას”] არ დავუჯერო. დიალოგები მოჰყავთ დასავლეთის ქვეყნებთან, რომლებიც პირდაპირ აქეზებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებისთვის. საფუძველი არ მაქვს მათ არ ვენდო”, - განაცხადა ლავროვმა.

"ინტერპრესნიუსი"