ტრანსგენდერ ქალ ნატა ტალიკაშვილზე ძალადობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს - რას აცხადებს შსს? - კვირის პალიტრა

ტრანსგენდერ ქალ ნატა ტალიკაშვილზე ძალადობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს - რას აცხადებს შსს?

თბილისში, ტრანსგენდერ ქალზე, ნატა ტალიკაშვილზე ძალადობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა და თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც ტრანსგენდერი ქალი, ნატა ტალიკიშვილი მედაიასთან ინტერვიუში აცხადებდა, შემთხვევა თბილისში, 20 ოქტომბრის ღამით მოხდა. მისი თქმით, მას კაცმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი აგურის ნატეხი ჩაარტყა.

"ინტერპრესნიუსი"