"ყველა ნიშანი აჩვენებს იმას, რომ არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის" - რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი - კვირის პალიტრა

"ყველა ნიშანი აჩვენებს იმას, რომ არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის" - რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი

ფაქტია და ყველა ნიშანი აჩვენებს იმას, რომ არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის. არანაირი რევოლუცია და ამის რომანტიზება არ შეიძლება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გადატრიალებისთვის ამზადებენ საბაბს არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით, რომლებმაც 2020 წლის მსგავსად, ახლაც არასწორი ანგარიშები უნდა შეადგინონ.

„ემზადებიან გადატრიალებისთვის, რასაც 2020 წელს აპირებდნენ და მაშინ არ გამოუვიდათ. ამ გადატრიალებისთვის ამზადებენ საბაბს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით, ზუსტად იმ NGO-ების გამოყენებით, რომლებიც საარჩევნო აქციებს მართავენ და საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები, ყალბი ანგარიშები შეადგინონ, როგორც ეს 2020 წელს გააკეთეს ყალბი PVT-ის გავრცელებით, იმისთვის, რომ შეიქმნას საბაბი გადატრიალებისთვის. ამისთვის ემზადებიან სინამდვილეში. ასე რომ, ფხიზლად უნდა იყოს ჩვენი ხალხი და მთავარი ანტიდოტი ასეთი არაქართული ძალებისთვის არის მოსვლა არჩევნებზე და დამაჯერებელი დამარცხება ამ არაქართული ძალების“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"