"ლელო" გვპირდება, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთს სანქციებს დაუწესებენ - თავბედი ექნება საწყევარი ადამიანს, თუ ისინი ქვეყანას იმ ესკალაციის სპირალში შეიყვანენ, რომელიც საარჩევნო გეგმაში უწერიათ"
„ლელო“ პირდაპირ გვპირდება, რომ როგორც კი მოვლენ ხელისუფლებაში ეგრევე რუსეთს დაუწესებენ სანქციებს. მეორე მხრივ, ამბობენ რომ პენსიებს გაზრდიან. რანაირად აპირებენ საერთოდ?! პენსიას კი არა, თავბედი ექნება საწყევარი ადამიანს, თუ ისინი შეიყვანენ [ქვეყანას] იმ დაპირისპირების და ესკალაციის სპირალში, რომელიც ოფიციალურად უწერიათ საარჩევნო გეგმაში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, 33 წლის წინ გავხდით თავისუფალი ქვეყანა, მაგრამ 2022 წლის თებერვალში შეიგრძნო ხალხმა, რას ნიშნავს იყო დამოუკიდებელი ქვეყანა, რა პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული.
„მაშინ წავედით დინების წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი დინება მოედინებოდა ჩვენკენ, გვაიძულებდა სანქციების დაწესებას. ჩვენ, დავუდექით ამ დინებას, არ ავყევით ამ მოთხოვნებს, ამის შედეგია ზუსტად ის, რომ ჩვენთან ეკონომიკური ვარდნა კი არ არის არის, ეკონომიკურ წინსვლა არის. ჩვენთან ომი კი არ არის, მშვიდობაა. ეს არჩევანია 26 ოქტომბერს.
დღეს „ლელო“ პირდაპირ გვპირდება, რომ როგორც კი მოვლენ ხელისუფლებაში ეგრევე რუსეთს დაუწესებენ სანქციებს. მეორე მხრივ, ამბობენ რომ პენსიებს გაზრდიან. რანაირად აპირებენ საერთოდ?! პენსიას კი არა, თავბედი ექნება საწყევარი ადამიანს, თუ ისინი შეიყვანენ [ქვეყანას] იმ დაპირისპირების და ესკალაციის სპირალში, რომელიც ოფიციალურად უწერიათ საარჩევნო გეგმაში, რომ მოიმოქმედებენ.
იმავეს ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ სანქციებს შეუერთდებიან. ოპოზიციის პლატფორმაა ის, რომ ისინი მოდიან ხელისუფლებაში იმისთვის, რომ შეასრულონ უცხოელი ბიუროკრატების მითითებები. მათი დაპირებაა რომ სიტყვა-სიტყვით შეასრულებენ ევროპელი თუ სხვა ბიუროკრატი რას მოსთხოვთ მათ, დამოუკიდებლობის გაუქმებას აპირებენ საბოლოო ჯამში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
IPN