ბათუმური სექს-წვეულებები რუსებისგან: კაცები 550 ლარი, ქალები 190 ლარი - "5-10 % ქართველია, დანარჩენი კი ბელარუსები, უკრაინელები, რუსები და ხანდახან ჩინელები და ინდოელები"
ცნობილი რუსი ბლოგერი ილია ვარლამოვი "იუთუბში" ბათუმზე მორიგ ბლოგს აქვეყნებს. რუსმა ბლოგერმა თავის ვრცელ ვიდეოში მიმოიხილა ბათუმის მშენებლობები და გარდა ამისა, იქ მცხოვრები რუსებიც ჩაწერა. ერთ-ერთი მათგანია ახალგაზრდა ქალი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, სექსუალური ხასიათის წვეულებებს 1 წელზე მეტია, რაც აორგანიზებს.
როგორც ვარლამოვი ამბობს, ბათუმი არ გამოირჩევა ღამის ცხოვრებით, თუმცა მეზობელი მუსლიმანური ქვეყნებისგან განსხვავებით აქ არ არის აკრძალული აზარტული თამაშები და ალკოჰოლი. ქალაქში არის სტრიპტიზ კლუბებიც. როგორც ბლოგერი აღნიშნავს, მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების მოთხოვნის ფონზე ბათუმში სექსტურიზმი განვითარდა. როგორც ვარლამოვი ამბობს, პირველი სექს- შოპი ბათუმში კურიოზულად დაიხურა, როცა სასულიერო პირმა მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხვრია, ასეთი ისტორია თბილისშიც მოხდა. ვარლამოვის თქმით, ამის მიუხედავად ბათუმში რუსმა ემიგრანტმა მაინც გახსნა ინტიმური ნივთების მაღაზია.
მარია კი, რომელიც ვიდეოში ინკი-წვეულებების ორგანიზატორად არის დასახელებული, აღნიშნავს, რომ წვეულებებს ბათუმში უკვე 1 წელია აწყობენ:

„თითქმის ერთი წელია ინკი-წვეულებებს ვაწყობთ. ინკი ფართი სექსუალური თემატიკის წვეულებაა. უფრო მსუბუქია, ვიდრე ორგია, ეს უფრო დამწყებებისთვისაა. აქ სექსი არ არის მთავარი ნაწილი, ეს დამატებითი ქმედებაა, რომელიც შეიძლება გამოიყენო.
- ანუ გარყვნილება? - აზუსტებს ბლოგერი
- ეს არ არის გარყვნილება, რადგან არიან პირები, რომლებიც ესწრებიან წვეულებას და არ აქვთ სექსუალური კავშირი.
- საყურებლად დადიან? - ეკითხება ბლოგერი
- დადიან საყურებლად, პრაქტიკისთვის. გვაქვს არასექსუალიზებული პრაქტიკებიც, მაგალითად უბრალო, მოსადუნებელი მასაჟი. არიან პირები, რომლებიც ჩვენთან 1 წელზე მეტია დადიან, მაგრამ არ აქვთ სექსუალური კავშირი.
- როგორ ატარებთ ინკი წვეულებებს და ხომ არ აწუხებს ის ქართველებს?
- არ აწუხებს ეს საქართველოს მოსახლეობას, აქ არსებობს გეი ბარებიც, რომლებიც მშვენივრად ფუნქციონირებენ. მყავს ბევრი ქართველი გეი ნაცნობიც, რომლებიც ამის შესახებ ღიად საუბრობენ. რაც შეეხება ინკი ფართებს, ჩვენს მიმართ არასდროს ყოფილა ინტერესი არც პოლიციის, არც უბრალო მოქალაქეებს მხრიდან. ჩვენ გვაქვს სოციალური ქსელები, რომლებსაც აქტიურად ვაწარმოებთ და არასდროს მოგვსვლია უარყოფითი შეტყობინება. არის შემთხვევები, როცა რეკლამაზე გვწერენ: "ეს გარყვნილებაა, წადით თქვენს რუსეთში", მაგრამ ასეთი კომენტარის ავტორი ალბათ მხოლოდ ხუთი ადამიანია მთელი სარეკლამო კამპანიის დროს.
- დადიან თქვენთან ქართველები?
- დიახ. წვეულებაზე დამსწრეთაგან 5-10 % ქართველია, დანარჩენი კი ბელარუსები, უკრაინელები და რუსები, ხანდახან ჩინელები, ინდოელები და თურქებიც. გენდერული თანასწორობა რომ იყოს, ჩვენ სხვადასხვა ფასი გვაქვს დაწესებული. მამაკაცებისთვის წვეულებაში მონაწილეობა 550 ლარი ღირს, ქალებისთვის კი 190 ლარი. 2 წლის წინ აქ ძალიან ბევრი მარტოხელა მამაკაცი გადმოვიდა საცხოვრებლად, აქ საცხოვრებლად გადმოსული მარტოხელა ქალების რაოდენობა კი ნაკლები იყო. საცხოვრებლად გადმოვიდნენ წყვილებიც, რომელთა ნაწილი მონოგამია და ნაწილი არა. იმისთვის, რომ გენდერული ბალანსი დაგვეცვა და წვეულებაზე ბევრი მამაკაცი არ ყოფილიყო ასეთი ფასი დავაწესეთ.
- რამდენად კომფორტულია აქ ბიზნესის წარმოება? აქ ყველაფერი ლეგალურად აქვს?
- დიახ, ყველაფერი ლეგალურად მაქვს, ვიხდი გადასახადებს. იმის გათვალისწინებით, რომ აქ ნაკლები გადასახადია, უფრო კომფორტულია ბიზნესის წარმოება. რუსეთში კი მეტი პრობლემა მექნებოდა. არც კი ვიცი ეს ბიზნესი რუსეთში რა კატეგორიას უნდა მივაკუთვნო. თავდაპირველად ადამიანი გასაუბრებას გადის და შემდეგ დაიშვება წვეულებაზე. ჩვენ ოთხი ფერის სამაჯური გვაქვს: წითელი, მწვანე, იისფერი და ლურჯი. თუ შენ გსურს შენთან მოვიდნენ, გაგეცნონ, და რაიმე ინტიმური შემოგთავაზონ, იკეთებ მწვანე სამაჯურს. თუ მხოლოდ ყურება გსურს და უბრალოდ დამწყები ხარ, იკეთებ წითელს. - ამბობს ვრცელ ინტერვიუში მარია, რომელიც რუსი ბლოგერის ვიდეოში სექსუალური ხასიათის წვეულებების ორგანიზატორად არის დასახელებული.