გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საგანგაშო განცხადება - "ლიბანი ჩამოშლის ზღვარზეა, ქვეყნის სრული დესტაბილიზაცია საბედისწერო იქნება" - კვირის პალიტრა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საგანგაშო განცხადება - "ლიბანი ჩამოშლის ზღვარზეა, ქვეყნის სრული დესტაბილიზაცია საბედისწერო იქნება"

ლიბანის სრული დესტაბილიზაცია საბედისწერო იქნება, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ლიბანში ჩასვლისას განაცხადა.

„ლიბანი ჩამოშლის ზღვარზეა, ქვეყნის სრული დესტაბილიზაცია საბედისწერო იქნება, როგორც ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის ყველაზე რელიგიურად მრავალფეროვანი საზოგადოებისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

მისივე თქმით, გაერო-ს სამშვიდობო მისიის ძალები კონფლიქტის ყველა მხარემ უნდა დაიცვას.

„გაერო-ს სამშვიდობოებზე ნებისმიერი მიზანმიმართული თავდასხმა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს არღვევს“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"