დიდი სკანდალი პენტაგონში - მისი მაღალჩინოსანი ისრაელის ირანზე დარტყმის ზესაიდუმლო ინფორმაციის შეგნებულად გაჟონვაშია ეჭვმიტანილი - კვირის პალიტრა

დიდი სკანდალი პენტაგონში - მისი მაღალჩინოსანი ისრაელის ირანზე დარტყმის ზესაიდუმლო ინფორმაციის შეგნებულად გაჟონვაშია ეჭვმიტანილი

რამდენად სახიფათოა იმ ქვეყნის წარმომავლობის მქონე თანამშრომლობის დაწინაურება სახელმწიფო სამსახურში, რომელთანაც დიდი ხნის დაძაბულობა აქვს შენ სახელმწიფოს?

ერთხელ პენტაგონმა უკვე წაიტეხა ფეხი, როდესაც ჩინური წარმომავლობის თანამშრომელი, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა საიდუმლო ინფორმაციაზე, ჩინეთის აგენტი აღმოჩნდა და ახლა ყველაფერი ისევ მეორდება...

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა „სრულიად საიდუმლო“ გრიფის ქვეშ მომზადებული პენტაგონის დოკუმენტები, რომლებიც15-16 ოქტომბრითაა დათარიღებული და ასახავს ისრაელის ფარულ მზადებას, განახორციელოს კომბინირებული მასიური საჰაერო თავდასხმა ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე...

როგორც მოგეხსენებათ, ირან-ისრაელის სარაკეტო ორთაბრძოლაში,ჯერ-ჯერობით თეირანი იმარჯვებს 2:1 ანგარიშით, თუმცა მუდმივ მოლოდინშია, თუ როდის განახორციელებს ისრაელი საპასუხო დარტყმას...

აშშ-ის ვიზუალური და გეოგრაფიული დაზვერვისა (NGA) და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოების (NSA) მიერ თანამგზავრული დაზვერვის ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ოპერატიული ინფორმაცია კარგად აჩვენებდა იმ საიდუმლო მზადებას, რაც ისრაელის საჰაერო ბაზებზე ბოლო ორი კვირა გამალებულად მიმდინარეობს...

untitled34324-1729685698.png
ისრაელის საჰაერო ბაზა რამონის ფოტო, გადაღებული ამერიკული სადაზვერვო თანამგზავრის მიერ, რომელზეც ისრაელის საიდუმლო საბრძოლო დრონების ანგარებია გამოსახული...

შესაბამისად, ასეთი ზესაიდუმლო ინფორმაციის ინტერნეტში გაჟონვამ ერთი შეხედვით წყალში ჩაუყარა საიდუმლო მზადება ისრაელს და ირანის წისქვილზე დაასხა წყალი...

თუმცა, დაიბადა სხვა მოსაზრებაც - პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას არანაირად არ აწყობს, რომ 5 ნოემბრამდე,აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე ისრაელმა სერიოზული სარაკეტო შეტევები განახორციელოს ირანის სტრატეგიულ და მით უმეტეს ბირთვულ ობიექტებზე, მაგრამ ამის ღიად განცხადება არ სურს, რადგან არ უნდა, რომ ებრაული წარმოშობის ამერიკელი ამომრჩევლების ხმები დემოკრატების კანდიდატს კამალა ჰარისს დააკარგვინოს.

თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აღარც კი მალავს, რომ მას აშშ-ის ახალი პრეზიდენტის რანგში ექს-პრეზიდენტ ტრამპის ხილვა სურს, რომელიც ღიად უჭერს მხარს ისრაელის ხელისუფლების სურვილს, ირანს რაც შეიძლება მძიმე დარტყმები მიაყენოს.

აქედან გამომდინარე, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია თითქოს დაინტერესებული გახლდათ, რომ ისრაელის ირანზე სარაკეტო დარტყმისთვის საიდუმლო მზადების დეტალებს ინტერნეტში გაეჟონა, რათა ისრაელმა გადადოს ეს ოპერაცია და მისი ხელახლა მომზადება 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვეღარ მოასწროს...

ასეა თუ ისე, გუშინ გამოიკვეთა ის კონკრეტული მაღალჩინოსანი, რომელიც ეჭვმიტანილია ამ ზესაიდუმლო ინფორმაციის პენტაგონის კედლებიდან სპეციალურად გაჟონვის განხორციელებაში...

Sky News-ის არაბულმა რედაქციამ 22 ოქტომბერს გაავრცელა სენსაციური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პენტაგონიდან „სრულიად საიდუმლო“ გრიფის მქონე ამ ინფორმაციისა და თანამგზავრული ფოტოების გამავრცელებელი შეიძლება იყოს, არც მეტი და არც ნაკლები...თავად პენტაგონის შეფის-აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თანაშემწის კანცელარიის უფროსი არიან ტაბატაი - ირანული წარმოშობის ქალი, რომელიც პენტაგონში დიდი ხანია მუშაობს და დაშვება აქვს „სრულიად საიდუმლო“ გრიფის მქონე დოკუმენტებზე...

პენტაგონს ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებია ბრალი საიდუმლოს გამჟღავნებაში თავის მაღალჩინოსანი თანამშრომლისთვის, თუმცა ლოგიკურად არ არის გამორიცხული, რომ პენტაგონის ამ თანამშრომელმა როდესაც ზესაიდუმლო დოკუმენტებში იხილა, თუ რას უპირებდა ისრაელი მის სამშობლოს, მასში პატრიოტულმა სულმა იფეთქა და...