"არ დავუშვებთ, რომ უნგრეთი კვლავ მარიონეტული სახელმწიფო გახდეს და ბრიუსელის ვასალად იქცეს" - კვირის პალიტრა

"არ დავუშვებთ, რომ უნგრეთი კვლავ მარიონეტული სახელმწიფო გახდეს და ბრიუსელის ვასალად იქცეს"

არ დავუშვებთ, რომ უნგრეთი კვლავ მარიონეტული სახელმწიფო გახდეს და ბრიუსელის ვასალად იქცეს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენთვის 1956 წლის გაკვეთილი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მხოლოდ ერთი რამისთვის, უნგრეთისთვის და უნგრეთის თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

სიტყვით გამოსვლისას ვიქტორ ორბანმა ევროკავშირი კომუნისტურ რეჟიმს შეადარა, რომელსაც 1956 წელს უნგრელები ებრძოდნენ და აღნიშნა, რომ ბრიუსელისთვის უნგრეთის დამოუკიდებელი პოლიტიკა მიუღებელია.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უნგრეთი კვლავ მარიონეტული სახელმწიფო გახდეს და ბრიუსელის ვასალად იქცეს. მათ ეს არ გამოუვათ. ჩვენ, უნგრელები, ამას ისევ გავაკეთებთ. ჩვენ ვიცით, რომ მათ სურთ ჩვენი შვილები გენდერულ აქტივისტებს ხელში ჩაუგდონ“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.