"სულ რამდენიმე დღე დარჩა, ვიდრე ჩვენი სამშობლოს ბედს გადავწყვეტთ და ეს ბედი მხოლოდ ერთი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს - ევროკავშირისკენ"
26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. რთულია, რომ ეს ხმები უნდა დავიცვათ, არჩევნები უნდა გავაფორმოთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ, მაგრამ გამარჯვებას ვიზეიმებთ ყველგან, საქართველო იმარჯვებს ყოველთვის და სამეგრელოს მიწა ყოველთვის ამ გამარჯვებას იწყებს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან დიდი ხანია, საქართველო იბრძვის თავისუფლებისთვის, საქართველო იბრძვის ისტორიული მისიის შესასრულებლად.
"ძალიან დიდი ხანია, საქართველო იბრძვის თავისუფლებისთვის, საქართველო იბრძვის ისტორიული მისიის შესასრულებლად, ჩვენ მივდივართ ევროპაში. დღეს ჩვენი შეკრება არის ასაფრენ ბილიკზე, ოღონდ ისეთ ასაფრენ ბილიკზე, რომელიც სრულიად დანგრეულია, მაგრამ ეს მაინც ასაფრენი ბილიკია, აქედან მაინც გაფრინდება თვითმფრინავი და გაფრინდება იქით, საითაც გვინდა წასვლა, ანუ ევროპაში.
ჩვენი გზა არის ერთადერთი მიმართულებით და ეს გზა არის ევროკავშირისკენ. შანსი არ არის, რომ ჩამოყვანილი, თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოყვანილი ადამიანები მოერიონ ათასობით ადამიანს, რომელიც თავისით ჩამოვიდა, რომელსაც სკამები არ ეყო და ამბობს „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი“ და „მომავალი შენია“.
სულ რამდენიმე დღე დარჩა, ვიდრე ჩვენი სამშობლოს ბედს გადავწყვეტთ და ეს ბედი მხოლოდ ერთი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს - ევროკავშირისკენ, სადაც ჩვენი მეგრელების და მთელი საქართველოს ადგილია.
26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. რთულია, რომ ეს ხმები უნდა დავიცვათ, არჩევნები უნდა გავაფორმოთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ, მაგრამ გამარჯვებას ვიზეიმებთ ყველგან, საქართველო იმარჯვებს ყოველთვის და სამეგრელოს მიწა ყოველთვის ამ გამარჯვებას იწყებს.
გამარჯვება თქვენ შორისაა, იქ, სადაც ნამდვილი, წრფელი საქართველოა. მინდა გთხოვოთ, დავრჩეთ უბნებზე, ხმები დავიცვათ და მივაღწიოთ იმას, რასაც ვიმსახურებთ და ეს არის საქართველო ევროპაში და ის, რაც ნამდვილად ჩვენია და მომავალი ნამდვილად ჩვენია”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"ინტერპრესნიუსი"