"ვიდეოებს აწერენ: "ჩემი შვილი მარიამი"... მინდა საზოგადოებას მივმართო" - რას ამბობს დედა-შვილი ვიდეოზე, რომელსაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა - კვირის პალიტრა

"ვიდეოებს აწერენ: "ჩემი შვილი მარიამი"... მინდა საზოგადოებას მივმართო" - რას ამბობს დედა-შვილი ვიდეოზე, რომელსაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა

რამდენიმე კვირის წინ "ტიკ-ტოკ" პლატფორმაზე დედამ ატვირთა შვილის ვიდეო მინაწერით: "ჩემი შვილი მარიამი". პატარა გოგონამ თავისუფლების მოედანზე ცნობილი ფრანგული სიმღერა შეასრულა.

ვიდეო სოციალურ ქსელში მალევე გახდა პოპულარული და ვირუსულად გავრცელდა. საზოგადოებამ ჩათვალა, რომ გოგონას დედამ მაყურებელი მოატყუა და ფონოგრამაზე ნამღერი სიმღერა ისე გაავრცელა, როგორც მისი შვილის ნამღერი და ამით თანხა გამოიმუშავა.

მარიამის დედა ამბობს, რომ ერთი თეთრიც არ აუღია და ის, რომ მისი შვილი ბულინგის მსხვერპლი გახდა დღემდე ძალიან განიცდის.

როგორც თავად მარიამი palitravideo.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, მან თავად მოინდომა სიმღერა და დედამ სურვილი შეუსრულა. იხილეთ ვრცელი სიუჟეტი