პუტინმა ისევ ისტორიაში "ჩაყვინთა" - "მათ, ვისაც სურთ რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ, ქვეყნის ისტორია არ იციან" - კვირის პალიტრა

პუტინმა ისევ ისტორიაში "ჩაყვინთა" - "მათ, ვისაც სურთ რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ, ქვეყნის ისტორია არ იციან"

მათ, ვისაც სურთ რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ, ქვეყნის ისტორია არ იციან, ეს ილუზიური გათვლებია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა RICS-ის სამიტის დასკვნით შეხვედრაზე განაცხადა.

„საერთოდ არ მალავენ მიზანს ჩვენს ქვეყანას სტრატეგიული მარცხი მიაყენონ, გულწრფელად ვიტყვი, რომ ეს არის ილუზიური გათვლები, რომელთა გაკეთება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც არ იცის რუსეთის ისტორია“, - განაცხადა პუტინმა.

მისი მტკიცებით, უკრაინას რუსეთის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული საფრთხეების შესაქმნელად იყენებენ.

„უკრაინა, რომელიც გამოიყენებოდა და გამოიყენება რუსეთის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული საფრთხის შესაქმნელად, უგულებელყოფენ ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს, სამართლიან შეშფოთებას რუსულენოვანი ადამიანების უფლებების დარღვევის შესახებ და ახლა ისინი საერთოდ არ მალავენ მიზანს, სტრატეგიული მარცხი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა პუტინმა.

"ინტერპრესნიუსი"