"ღმერთი მაპატიებს უშენობას..." - რა წერია წერილში, რომელიც დედამ ქალიშვილისთვის მანამდე დაწერა, სანამ მის გაშვილებას გადაწყვეტდა - კვირის პალიტრა

"ღმერთი მაპატიებს უშენობას..." - რა წერია წერილში, რომელიც დედამ ქალიშვილისთვის მანამდე დაწერა, სანამ მის გაშვილებას გადაწყვეტდა

"თათულიას დედას, სამწუხაროდ, ქალიშვილი არც მას შემდეგ გახსენებია, რაც ბიჭი შვილი გარდაეცვალა"

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აქვეყნებს. ის პირად შეტყობინებაში მიღებულ წერილს ასაჯაროებს, სადაც დედა თავის ქალიშვილს ემოციური წერილით ემშვიდობება…

999-1729767428-1729770498.jpg

„წელიწადნახევრის წინ დაგვიკავშირდა გოგო, რომელმაც სახლში იპოვა ეს წერილი, რომელიც განსაკუთრებით ემოციური იყო აყვანილი ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, დედებისთვისაც, მაგრამ ჩვენთვის - გამორჩეულად. ჩვენ ვიპოვეთ თათულის დედა და გვაქვს ძალიან პატარა ვიდეო მათი შეხვედრის. ეს იყო ჩვენთვის დიდი შოკი და დარტყმა, განვიცადეთ ეს ამბავი, რადგან არ გვჯეროდა, რომ ამ წერილის ავტორს ასე მოქცევა შეეძლო. ვკითხულობდით კიდევაც, ნუთუ, მართლა დედამ დაწერა ეს წერილი, რომელიც ასე მოიქცაო… მართლა დედის დაწერილია. დედის ამ განცდების, ემოციების და ტკივილის შემდეგ მისი რეაქციის გამო დავსვით ეს კითხვა…" - ამბობს თამუნა მუსერიძე ვიდეოში