"სირინოზისა და ვეფხვის“ შეხვედრა - გაიმართა კალენდრის პრეზენტაცია, რომელიც ნეაპოლისა და თბილისის უნიკალურ ამბავს გვიყვება - კვირის პალიტრა

"სირინოზისა და ვეფხვის“ შეხვედრა - გაიმართა კალენდრის პრეზენტაცია, რომელიც ნეაპოლისა და თბილისის უნიკალურ ამბავს გვიყვება

21 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში, ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე, Di Meo-ს 2025 წლის კა­ლენ­დრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ის თავს უყ­რის ნე­ა­პო­ლი­სა და თბი­ლი­სის შე­სა­ხებ უნი­კა­ლურ კო­ლექ­ცი­ას - ფო­ტო­ებს, ის­ტო­რი­ებს და ა.შ.

პრე­ზენ­ტა­ცი­ას არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო. სა­ღა­მოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუმ­რებს მი­ე­სალმნენ სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე პრე­მი­ე­რი, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი და იტა­ლი­ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­სი­მი­ლი­ა­ნო დ’ან­ტუ­ო­ნო.

neapoli1q1-43417-1729776510.jpg

სა­ღა­მოს სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ, ენა­ხათ ლე­გენ­და­რუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფის, მა­სი­მო ლის­ტრის 12 უნი­კა­ლუ­რი ფოტო. ეს ფო­ტო­ე­ბი თბი­ლი­სის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ხიბლს და ძა­ლას ასა­ხავს, წარ­მოგ­ვიდ­გენს თბი­ლისს, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სიმ­ბო­ლოს, გვაჩ­ვე­ნებს ქა­ლაქს, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა.

kalendari-43601-1729776510.jpg

ალ­მა­ნა­ხის მომ­დევ­ნო ნომ­რის თემა - "ნე­ა­პო­ლი ხვდე­ბა თბი­ლისს“, წარ­მო­ად­გენს სი­რი­ნო­ზი­სა და ვე­ფხვის შეხ­ვედ­რას. სი­რი­ნო­ზი და ვე­ფხვი ნე­ა­პო­ლი­სა და თბი­ლი­სის სიმ­ბო­ლო­ებ­ზე მი­უ­თი­თებს. ვე­ფხვი, რო­გორც თბი­ლი­სის სიმ­ბო­ლო შთა­გო­ნე­ბუ­ლია შოთა რუს­თა­ვე­ლის "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნით“.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ კა­ლენ­დრის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სტუმ­რე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დრეს­კო­დი იყო - თა­მარ მე­ფი­თა და ძვე­ლი ეპო­ქით ინ­სპი­რი­რე­ბული.

neapoli1q111-43389-1729776510.jpg

მე­ო­რე დღეს სტუმ­რე­ბი ოპე­რის თე­ატ­რში ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის“ კონ­ცერტს და­ეს­წრნენ, რო­მე­ლიც გა­ჯე­რე­ბუ­ლი იყო ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბით, რიტ­მუ­ლი და ტრა­დი­ცი­უ­ლი ცეკ­ვით. რიტ­მუ­ლი მუ­სი­კა ამ ორ ქა­ლაქს შო­რის კი­დევ ერთი შე­ხე­ბის წერ­ტი­ლია, მაგ­რამ რა თქმა უნდა, კი­დევ არის ბევ­რი სა­ერ­თო, მათ შო­რის, ღვი­ნო.

კა­ლენ­დარ­ში მხო­ლოდ თბი­ლი­სის ფო­ტო­ებს არ ნა­ხავთ, აქ არის ასე­ვე ის­ტო­რი­ე­ბი, ზღაპ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ორი ქა­ლა­ქის - თბი­ლი­სი­სა და ნე­ა­პო­ლის სა­ერ­თო მა­ჟის­ცე­მა­ზე გვიყ­ვე­ბა, მოგ­ვი­თხრობს ლე­გენ­და­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბებს, გვი­ამ­ბობს ფეხ­ბურ­თით გა­ტა­ცე­ბა­ზე და იტა­ლი­ა­ში, "ნა­პო­ლის“ ჩემ­პი­ო­ნად გახ­დო­მა­ში ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას როლ­ზე, სა­ერ­თო ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე და რა თქმა უნდა, პი­ცა­სა და ხა­ჭა­პურ­ზე.

neapoli1-43402-1729776510.jpg

კა­ლენ­დარ­ში გად­მო­ცე­მუ­ლი ტექ­სტე­ბის ნა­წი­ლის ავ­ტო­რე­ბი არი­ან ან­ჯე­ლა კა­ტე­ლო, ჩე­ზა­რე კუ­ნა­ჩია, მი­კე­ლე დე ლუჩი, დან­ტე სტე­ფა­ნო დელ ვე­ჩიო, დინ­კო ფაბ­რი­სი, მი­კე­ლე ფა­ტი­კა, ან­დრეა ფორ­ლა­ნი, პატ­რი­ცია ლი­ჩი­ნი დე რო­მა­ნი­ო­ლი, ელი­სა­ბე­ტა მორო, ვე­რო­ნი­კა მუ­რა­ტი, გაგა შურ­ღა­ია და პინო ტა­ორ­მი­ნა.

"თბი­ლი­სის კულ­ტუ­რა, ცი­ვი­ლი­ზა­ცია, მისი სპე­ცი­ფი­კა, შთამ­ბეჭ­და­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი იყო და­სავ­ლე­თის მიერ. ეს ყვე­ლა­ფე­რი გაბ­ნე­უ­ლი იყო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, მუ­სი­კა­ში, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში.

თბი­ლი­სი - ეს არის ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი აღ­მო­სავ­ლეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის სამ­ჭედ­ლო იყო“, - ამ­ბობს ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯე­ნე­რო­სო დი მეო.

ცნო­ბის­თვის, და­ი­ბეჭ­დე­ბა კა­ლენ­დრის 5000 ეგ­ზემპლა­რი და ორი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა უწყე­ბებს და სპონ­სო­რებს გა­და­ე­ცე­მა.

კა­ლენ­და­რი შე­იქ­მნა ასო­ცი­ა­ცია “Di Meo vini ad arte“-ს მიერ, იტა­ლი­ის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს პატ­რო­ნა­ჟი­თა და ქარ­თუ­ლი გა­ლო­ბის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით.