"ჩინეთი ჩვენს თავს პოლიტიკურად რუსებს ჩააბარებს, ხოლო ეკონომიკურად თავად შეეცდება დაგვეუფლოს" - ზაზა ფირალიშვილი არჩევნებზე და გეოპოლიტიკაზე
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.
- ბატონო ზაზა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღეღაა დარჩენილი. ოპოზიციური სპექტრის უმეტესი ნაწილი ამტკიცებს, რომ მოახლოებულ არჩევნებზე გასაკეთებელია არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს, დასავლეთსა და რუსეთს შორის. პრაქტიკულად იმავეს გვეუბნებიან ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები. მმართველი გუნდის მტკიცებით კი სწორედ ოპოზიცია უშლის ხელს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. ოპოზიცია ხელისუფლების საზიანოდ და უამრავ ფაქტსა და ტენდენციას ასახელებს. ვალში არც ხელისუფლება რჩება, მაგრამ მათი არგუმენტები იმ ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკის ფონზე რაც ხელისუფლებას აქვს, სულ უფრო ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება.
მიუხედავად იმისა, დასავლელი პარტნიორები ლამის ერთ ხმაში გვეუბნებიან, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყნისთვის ევროპული გზა არ გაიხსნება, 26 ოქტომბრის არჩევნები არჩევნებია ევროკავშირსა და რუსეთს, დასავლეთსა და რუსეთს შორის?
თუ კი, - რატომ? და თუ არა, - რატომ არა?
- მესმის, რომ რიტორიკული კითხვაა. ბევრს უჭირს წარმოიდგინოს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან და რუსული ორბიტიდან თავის დაღწევის თითქმის ორმოცი წლის შემდეგ საკითხი ასე შეიძლებოდა დასმულიყო და ვინმეს აზრად მოსვლოდა, კვლავ რუსული წიაღისკენ მივემართეთ. ისიცაა, რომ საქართველოში ბევრია ადამიანი, ვისზეც დღესაც ძლიერად მოქმედებს „რუსული ჰიპნოზი“ და, უფრო მეტიც, მშობლიურ გარემოდ აღიქვამს რუსულ სამყაროს. სწორედ ასეთებს ეყრდნობა რუსული პროპაგანდა საქართველოში.
პრორუსული ძალები ჩვენს „წიაღის“ ადამიანზე საკმაოდ კარგად მუშაობენ. ამ უკანასკნელს მარტივ მნიშვნელზე დაჰყავს პოლიტიკური ცხოვრება. დღეს ეს მარტივი მნიშვნელია „ესენი ყველანი ნაცები არიან“, „ხელისუფლებამ ომს გადაგვარჩინა“, ევროპა ჩვენს გარყვნას ცდილობს“. მიუხედავად სამივე თეზისის აბსურდულობისა, ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილზე მუშაობს. არჩევნები გვიჩვენებს, თუ რამდენად შეძლო ოპოზიციამ, ეს შიშები გაეფანტა.
პრორუსული ძალები ჩვენს „წიაღის“ ადამიანზე საკმაოდ კარგად მუშაობენ. ამ უკანასკნელს მარტივ მნიშვნელზე დაჰყავს პოლიტიკური ცხოვრება. დღეს ეს მარტივი მნიშვნელია „ესენი ყველანი ნაცები არიან“, „ხელისუფლებამ ომს გადაგვარჩინა“, ევროპა ჩვენს გარყვნას ცდილობს“. მიუხედავად სამივე თეზისის აბსურდულობისა, ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილზე მუშაობს. არჩევნები გვიჩვენებს, თუ რამდენად შეძლო ოპოზიციამ, ეს შიშები გაეფანტა2003 წელს ოპოზიციური მოძრაობა კორუფციის დაძლევის სახელით მიმდინარეობდა. არადა, საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, პირველ ეტაპზე ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა მოსახლეობის მხოლოდ დაახლ. 2%-მა იცოდა.
დანარჩენებისათვის ის ყოველივე ცუდის: მექრთამეობის, ქაოსის, კრიმინალის, გაჭირვების, უცხოელების შემოსევის და ა.შ. აღმნიშვნელი სიტყვად იქცა. მასის კაცს ურჩევნია, ყველაფერი მარტივ ფორმულაზე დაიყვანოს. ზუსტად ასევე, 2000-წლებში „იეღოველი“ იქცა ყოველივე ცუდის აღმნიშვნელ სიტყვად. ერთი ქართველი სტალინისტი მიხსნიდა, რომ იეღოველები იყვნენ ჩვენი არასამთავროებიც, გორბაჩოვიც, ამერიკის პრეზიდენტიც და რომის პაპიც კი. მესმის, რომ ძნელია, ყველაფერი ეს სერიოზულად აღიქვა, მაგრამ ფაქტია, რომ მუშაობს და საკმაოდ წარმატებითაც.
რუსი სტრატეგები კარგად იცნობენ ჩვენს წიაღის ადამიანს. სხვებმა ამას ზერელე „სამოქალაქო“ განმანათლებლობის გარდა ვერაფერი დავუპირისპირეთ. ამიტომაც მოხდა ისე, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან უკვე თითქმის 40 წლის შემდეგ ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსებობა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა. ომის საფრთხე რომ მოგონილი თემაა, ბევრ მტკიცებას არ საჭიროებს. ვის სჭირდება დასავლეთში მოკლე და ძლევამოსილ ომში გამარჯვებული პუტინი? რაც შეეხება სქესის პრობლემას, ევროკავშირის ცხრა ქვეყანაში კონსტიტუციურადაა განსაზღვრული ქორწილი, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირი და თუ ევროპელ მემარცხენე ლიბერალებს სხვაგვარად სურთ, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ევროპა ასე ფიქრობს.
ომის საფრთხე რომ მოგონილი თემაა, ბევრ მტკიცებას არ საჭიროებს. ვის სჭირდება დასავლეთში მოკლე და ძლევამოსილ ომში გამარჯვებული პუტინი? რაც შეეხება სქესის პრობლემას, ევროკავშირის ცხრა ქვეყანაში კონსტიტუციურადაა განსაზღვრული ქორწილი, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირი და თუ ევროპელ მემარცხენე ლიბერალებს სხვაგვარად სურთ, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ევროპა ასე ფიქრობსდა მაინც, წიაღის ადამიანზე მიმართულმა პროპაგანდამ მნიშვნელოვნად იმუშავა. ჩვენი პროდასავლური ძალების დიდი ნაწილი ევროპული კურსის შეუქცევადობაში ისე იყო დარწმუნებული, რომ ყოველგვარი გაფრთხილების მიმართ ყრუ რჩებოდა. ამასობაში კი ხელისუფლება განაგრძობდა თავის საქმეს თავისი სოციალური ბაზის მოდელირებას ახდენდა. არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი კი თავისი იდეოლოგიური სნობიზმით თითქმის არაფერს აკეთებდა, რომ სტატისტიკური ადამიანამდე მიეტანა, თუ რას წარმოადგენს ევროპული სამყარო.
მაგრამ, აქ არის ერთი მომენტი, რომელიც პრორუსულმა პროპაგანდამ ვერ გაითვალისწინა. მან ცივილიზაციური იდენტობა დააყენა კითხვის ქვეშ. ეს უკანასკნელი ახლა არ გაჩენილა და ის ჯერ კიდევ არგონავტების მითში ჩანს. ცივილიზაციური არჩევანი ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ გავაკეთეთ, როდესაც სპარსულ მაზდეანობას ქრისტიანობა ვარჩიეთ და როდესაც საქართველო ევროპელი ჯვაროსნების საყრდენი სახელმწიფო იყო აღმოსავლეთში. ეს კი ისეთი ძარღვია, რომელიც შეიძლება შეაბრკოლო, მაგრამ ვერ გააქრობ. რუსეთი უკვე რამდენიმე საუკუნეა, ცდილობს, ალტერნატიული ცივილიზაცია შექმნას და სხვებთან ერთად ჩვენც შემოგვთავაზოს, მაგრამ რაც გამოსდის, ყველანი ვხედავთ.
ამდენად, დღეს საქმე შეეხება არა ამა თუ საერთაშორისო ბლოკთან მიერთებას, როგორც ამას ხშირად გვიხატავენ, არამედ საკუთარი იდენტობის დადასტურებას. თუ ჩვენ, მიუხედავად უაღრესად ხელსაყრელი პირობებისა, ვერ შევძლებთ ამ საქმის გაკეთებას, ჩვენი შვილები განაგრძობენ და ასე იქნება მანამ, სანამ ამქვეყნად ვარსებობთ. ჩვენი ადრინდელი და დღევანდელი ცივილიზაციური არჩევანი სწორედ იმ იდენტობის განმსაზღვრელი კულტურული კოდის შედეგია, რომელზეც უკვე ვილაპარაკე.
ცივილიზაციური არჩევანი ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ გავაკეთეთ, როდესაც სპარსულ მაზდეანობას ქრისტიანობა ვარჩიეთ და როდესაც საქართველო ევროპელი ჯვაროსნების საყრდენი სახელმწიფო იყო აღმოსავლეთში. ეს კი ისეთი ძარღვია, რომელიც შეიძლება შეაბრკოლო, მაგრამ ვერ გააქრობ. რუსეთი უკვე რამდენიმე საუკუნეა, ცდილობს, ალტერნატიული ცივილიზაცია შექმნას და სხვებთან ერთად ჩვენც შემოგვთავაზოს, მაგრამ რაც გამოსდის, ყველანი ვხედავთრუსულმა პროპაგანდამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ცხოვრება უცხოს მიმართ ირაციონალური შიში, პათეტიკური და ეთნოგრაფიული პატრიოტიზმი, პოლიტიკურ იდეოლოგიად აღქმული რელიგიურობით გაჟღენთილიყო. საბედნიეროდ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე თავისი გამოცდილებით იცნობს დანარჩენ სამყაროს და გამოსულია მისგან გაუცხოების ინფანტილური მდგომარეობიდან. დღეს ჩვენს თვალწინ ოცნების ელექტორალური რესურსი ამ იდეოლოგიურ მნიშვნელზე დადის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციას იოლი გამარჯვება აქვს გარანტირებული. ვფიქრობ, ჩვენს წინაშე ნათელი არჩევანია. ჩვენ ან რუსულ-მონღოლური წიაღისაკენ გავემართებით და სამუზეუმო, ოპერეტულ ნაციონალიზმს დავჯერდებით, ან არ შევუშინდებით თანადროულ სამყაროს და და ისე ჩავერთვებით მასში, რომ არც საკუთარ თავს დავკარგავთ.
რა თქმა უნდა, დღევანდელი სამყარო ბევრ საფრთხეს შეიცავს მცირე ერებისათვის, მაგრამ, ვფიქრობ, ღმერთს ტყუილად არ მოუცია ჩვენთვის ისეთი უნარები და ენერგია, რომლითაც ბევრი მრავალრიცხოვანი ხალხი ვერ დაიტრაბახებს. ჩვენ ან ცივილიზებული საქართველო ვიქნებით, რომელსაც საფუძვლად ილიას მიერ მონიშნული გზა დაედება, ან - რუსულ მონღოლური თავისი სტალინიზმით.
ჩვენს წინაშე ნათელი არჩევანია. ჩვენ ან რუსულ-მონღოლური წიაღისაკენ გავემართებით და სამუზეუმო, ოპერეტულ ნაციონალიზმს დავჯერდებით, ან არ შევუშინდებით თანადროულ სამყაროს და და ისე ჩავერთვებით მასში, რომ არც საკუთარ თავს დავკარგავთძალიან მიყვარს დოსტოევსკისა და პლატონოვის პროზა, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს მათ მიერ აღწერილ სამყაროში ცხოვრებისაგან.
ქართველ ბოლშევიკებსაც ეგონათ, რომ კომუნისტური ინტერნაციონალის იდეას ემსახურებოდნენ და სინამდვილეში რუსული ურდოს წიაღში ჩაძირეს ქვეყანა. მათაც იმედი ჰქონდათ, რომ კულტურის კოდს შეცვლიდნენ. კულტურის კოდს ვერც რეპრესიები შეცვლის, ვერც მავანის მიმართ ჭარბი ნდობა და ვერც ფული. ერთმაც, მეორემაც და მესამემაც შეიძლება მხოლოდ შეაბრკოლოს ის.
ცხადია, ევროამერიკული სივრცე შორსაა იდეალურისაგან. ჩემთვის, როგორც ზომიერი კონსერვატორისათვის სრულიად მიუღებელია დასავლეთში მემარცხენე ლიბერალების დღევანდელი გავლენა. ჩემთვის სრულიად მიუღებელია ე.წ. პოლიტკორექტულობა, რომელიც თავად ადამიანის იდეას აზიანებს, თუმცა კი, ერთი შეხედვით, ემსახურება მას.
ჩემთვის მიუღებელია გენდერული თეორიების ის რადიკალიზაცია, რომელსაც, რატომღაც, ადამიანის უფლებების დაცვა ჰქვია. მაგრამ ამ სივრცეზე ყველაფერი ეს დისკუსიას ექვემდებარება და არა ერთეულთა ჭირვეულ ძალადობას. თანაც, მისი ალტერნატივის სახით ჩვენ გვაქვს რუსეთი მთელი თავისი ირაციონალური სიბრიყვითა და ძალადობის კულტით; გვაქვს რუსული ლაგერების სამყარო თავისი კრიმინალური მორალით, რომელიც მსოფლიოში მოწინავეა ბავშვების მიმართ ძალადობის, ალკოჰოლიზაციის, მკვლელობების, ჰეროინით დაღუპულების, სექსმუშაკთა ოდენობისა და სხვ. მაჩვენებლით.
თანაც, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი დღეს ჩინელების გეოპოლიტიკური ქოფაკია, რომლითაც დასავლეთს აშინებს. ის ჩვენს თავს პოლიტიკურად რუსებს ჩააბარებს, ხოლო ეკონომიკურად და პერსპექტივაში დემოგრაფიულადაც თავად შეეცდება დაგვეუფლოს.
რუსეთი დღეს ჩინელების გეოპოლიტიკური ქოფაკია, რომლითაც დასავლეთს აშინებს. ის ჩვენს თავს პოლიტიკურად რუსებს ჩააბარებს, ხოლო ეკონომიკურად და პერსპექტივაში დემოგრაფიულადაც თავად შეეცდება დაგვეუფლოსთანამედროვე სამყარო ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმის დაპირისპირების ნიშნით ვითარდება. ორივეს თავისი ექსტრემალური ფორმები აქვს, ერთის მხრივ, „რუსული სამყაროსა“ და მუსლიმური ექსტრემიზმის სახით, ხოლო, მეორეს მხრივ, დასავლური მემარცხენე ლიბერალიზმის სახით. ჩვენი სულიერება კვლავ რუსულ-მონღოლური არქაიკის წიაღში არ უნდა ჩაინთქას და კვლავ ეთნოგრაფიული ბერიკაობაში არ უნდა აღმოვჩნდეთ, რაც ბევრ ჩვენებურ კონსერვატორს და ლიბერალს კონსერვატიზმი ჰქონიათ.
კონსერვატიზმი არ ნიშნავს იმას, რომ ყველასგან იზოლირებულმა სამუზეუმო ექსპონატად აქციო შენი ცხოვრება. ჩვენ გვჭირდება ახალი ჰორიზონტი, თავისუფალი ჰორიზონტი საიმისოდ, რომ საუკუნეების განმავლობაში დაზიანებული ძარღვი გავაჯანსაღოთ და ფეხზე დავდგეთ. და კიდევ ერთი რამ: ნებისმიერი გეოპოლიტიკური ორიენტაცია უპირატესად საშუალებაა იმისა, რომ ჩვენ, როგორც ისტორიის სუბიექტები არა მხოლოდ გადავრჩეთ, არამედ ჩვენი პოტენციების სრული გამჟღავნების საშუალებაც მოგვეცეს. ასეთი სივრცე თანადროულ სამყაროში მხოლოდ ევროპაა.
ნებისმიერი გეოპოლიტიკური ორიენტაცია უპირატესად საშუალებაა იმისა, რომ ჩვენ, როგორც ისტორიის სუბიექტები არა მხოლოდ გადავრჩეთ, არამედ ჩვენი პოტენციების სრული გამჟღავნების საშუალებაც მოგვეცეს. ასეთი სივრცე თანადროულ სამყაროში მხოლოდ ევროპაამიუხედავად უკვე აღნიშნული ბევრი ნაკლოვანებსა, ის ტოვებს თავისუფალი და განვითარების საშუალებას, რაც გამორიცხულია რუსეთის შემთხვევაში. თანამედროვე კონსერვატიზმი არ გამორიცხავს და ვერც გამორიცხავს თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას და თავისუფალ სამყაროში თვითობის შენარჩუნებაზე ზრუნავს.