დავით კოდუა: "მადლობა, გიორგი გამსახურდიას და დეგი დუდაევს, რომ აქ ჩემს გვერდით, ზუგდიდში არიან და ქართული ინტერესების დასაცავად დგანან" - კვირის პალიტრა

დავით კოდუა: "მადლობა, გიორგი გამსახურდიას და დეგი დუდაევს, რომ აქ ჩემს გვერდით, ზუგდიდში არიან და ქართული ინტერესების დასაცავად დგანან"

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატის დავით კოდუას მხარდასაჭერად, ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია და ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ვაჟი დეგი დუდაევი იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ, სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდიასთან და ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ვაჟთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„თავისუფლებისთვის მებრძოლი ორი დიდი კავკასიელის, მეოცე საუკუნის უდიდესი გმირების ზვიად გამსახურდიას და ჯოხარ დუდაევის შვილების ჩემს გვერდით დგომა არის უდიდესი პასუხისმგებლობა. საქართველოს და ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტებს, ამ ისტორიულ პირებს კავკასიელი ხალხების და საქართველოს უდიდესი სიყვარული აერთიანებდათ. ჩვენც ეს უპირველესი გრძნობა გვამოძრავებს, მადლობა გიორგი გამსახურდიას და დეგი დუდაევს, რომ აქ ჩემს გვერდით ზუგდიდში არიან და ქართული ინტერესების დასაცავად დგანან - მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გასავლელ ევროპულ გზაზე.

ჩვენ ერთობით გავიმარჯვებთ!“,- წერს დავით კოდუა.

IPN