"საქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%, საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა აღვკვეთოთ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად"
საქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%. რა თქმა უნდა, საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Euronew-თვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია საქართველოს მთავრობისგან სანქციებზე მიერთებას დაჟინებით ითხოვდა, მაგრამ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
„ძალიან მარტივად შემიძლია აგიხსნათ ყველაფერი. საქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%. რა თქმა უნდა, საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება. ამავე დროს, სანქციების შემოღება კონფლიქტის ესკალაციის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ, ჩვენ გვქონდა ძალიან მყარი საფუძველი, არ დაგვეკმაყოფილებინა ოპოზიციის მოთხოვნა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა აღვკვეთოთ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
IPN