რას ჰყვება მგზავრი ქუთაისი - პრაღის რეისზე, რომლის თვითმფრინავს აფრენიდან რამდენიმე წუთში მეხი დაეცა
მგზავრების ინფორმაციით, თვითმფრინავს, რომელიც ქუთაისიდან პრაღისკენ მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში მეხი დაეცა. როგორც მგზავრები აღნიშნავენ, გაიგონეს ძლიერი ხმა და ჰქონდათ შეგრძნება, რომ თვითმფრინავს ფრთა მოტყდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი ნიკა გერგედავაც წერს.
რამდენიმე წუთში მგზავრებმა შეიტყვეს, რომ თვითმფრინავს "მეხის დამცავი სისტემა დაუზიანდა", რის გამოც გარკვეული პერიოდის შემდეგ თვითმფრინავი პილოტმა ისევ ქუთაისის აეროპორტში დასვა. წყარო