ივანიშვილი, ხაზარაძე ოჯახებით, ბოკუჩავა შვილების თანხლებით... - ვისთან ერთად მივიდნენ პოლიტიკოსები არჩევნებზე (ფოტოები)
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩევლებმა ხმის მიცემა ამ წუთებში, 08:00 საათიდან დაიწყეს. 10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს.
პოლიტიკურმა ლიდერებმა საკუთარი არჩევანი დილიდანვე დააფიქსირეს. ისინი საარჩევნო უბანზე ოჯახთან, მეუღლეებთან და შვილებთან ერთად მივიდნენ.
გთავაზობთ ფოტოებს და პირველ განცხადებებს საარჩევნო უბნებიდან:
ერთ-ერთი პირველი, ვინც არჩევანი დააფიქსირა, პრეზიდენტია. მან ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მან ხმა მისცა ახალ საქართველოს. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები