"ქართული ოცნება“ უახლოეს კონკურენტს 44%-ით უსწრებს და მოიპოვებს 54%-ს. ანუ 90 მანდატამდე 150 ადგილიან პარლამენტში" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება“ უახლოეს კონკურენტს 44%-ით უსწრებს და მოიპოვებს 54%-ს. ანუ 90 მანდატამდე 150 ადგილიან პარლამენტში"

ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შემდეგ პროგნოზებით, „ქართული ოცნება“ უახლოეს კონკურენტს 44%-ით უსწრებს და მოიპოვებს 54%-ს. ანუ 90 მანდატამდე 150 ადგილიან პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს არის მკაფიო ნიშანი ოპოზიციისთვის.

„მინდა, მივულოცო, ყველა ჩვენს ერთგულ მხარდამჭერს და მთელ საქართველოს ქართული ოცნების საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"