"ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა" - რას აცხადებს მამუკა ხაზარაძე? - კვირის პალიტრა

"ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა" - რას აცხადებს მამუკა ხაზარაძე?

ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს რუსეთისთვის ამზადებენ, რაც არ გამოვა.

„სრულიად გასაგებია, რა მოხდა. ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ხალხის ხმა მიითვისეს და ქვეყანას რუსეთისთვის ამზადებენ, არ გამოვა ეს ამბავი! ამ სიყალბეს არ და ვერ დავეთანხმები... არასდროს!“- განაცხადა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"